À propos de la propriété intellectuelle Formation en propriété intellectuelle Respect de la propriété intellectuelle Sensibilisation à la propriété intellectuelle La propriété intellectuelle pour… Propriété intellectuelle et… Propriété intellectuelle et… Information relative aux brevets et à la technologie Information en matière de marques Information en matière de dessins et modèles industriels Information en matière d’indications géographiques Information en matière de protection des obtentions végétales (UPOV) Lois, traités et jugements dans le domaine de la propriété intellectuelle Ressources relatives à la propriété intellectuelle Rapports sur la propriété intellectuelle Protection des brevets Protection des marques Protection des dessins et modèles industriels Protection des indications géographiques Protection des obtentions végétales (UPOV) Règlement extrajudiciaire des litiges Solutions opérationnelles à l’intention des offices de propriété intellectuelle Paiement de services de propriété intellectuelle Décisions et négociations Coopération en matière de développement Appui à l’innovation Partenariats public-privé Outils et services en matière d’intelligence artificielle L’Organisation Travailler avec nous Responsabilité Brevets Marques Dessins et modèles industriels Indications géographiques Droit d’auteur Secrets d’affaires Académie de l’OMPI Ateliers et séminaires Application des droits de propriété intellectuelle WIPO ALERT Sensibilisation Journée mondiale de la propriété intellectuelle Magazine de l’OMPI Études de cas et exemples de réussite Actualités dans le domaine de la propriété intellectuelle Prix de l’OMPI Entreprises Universités Peuples autochtones Instances judiciaires Ressources génétiques, savoirs traditionnels et expressions culturelles traditionnelles Économie Égalité des genres Santé mondiale Changement climatique Politique en matière de concurrence Objectifs de développement durable Technologies de pointe Applications mobiles Sport Tourisme PATENTSCOPE Analyse de brevets Classification internationale des brevets Programme ARDI – Recherche pour l’innovation Programme ASPI – Information spécialisée en matière de brevets Base de données mondiale sur les marques Madrid Monitor Base de données Article 6ter Express Classification de Nice Classification de Vienne Base de données mondiale sur les dessins et modèles Bulletin des dessins et modèles internationaux Base de données Hague Express Classification de Locarno Base de données Lisbon Express Base de données mondiale sur les marques relative aux indications géographiques Base de données PLUTO sur les variétés végétales Base de données GENIE Traités administrés par l’OMPI WIPO Lex – lois, traités et jugements en matière de propriété intellectuelle Normes de l’OMPI Statistiques de propriété intellectuelle WIPO Pearl (Terminologie) Publications de l’OMPI Profils nationaux Centre de connaissances de l’OMPI Série de rapports de l’OMPI consacrés aux tendances technologiques Indice mondial de l’innovation Rapport sur la propriété intellectuelle dans le monde PCT – Le système international des brevets ePCT Budapest – Le système international de dépôt des micro-organismes Madrid – Le système international des marques eMadrid Article 6ter (armoiries, drapeaux, emblèmes nationaux) La Haye – Le système international des dessins et modèles industriels eHague Lisbonne – Le système d’enregistrement international des indications géographiques eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Médiation Arbitrage Procédure d’expertise Litiges relatifs aux noms de domaine Accès centralisé aux résultats de la recherche et de l’examen (WIPO CASE) Service d’accès numérique aux documents de priorité (DAS) WIPO Pay Compte courant auprès de l’OMPI Assemblées de l’OMPI Comités permanents Calendrier des réunions WIPO Webcast Documents officiels de l’OMPI Plan d’action de l’OMPI pour le développement Assistance technique Institutions de formation en matière de propriété intellectuelle Mesures d’appui concernant la COVID-19 Stratégies nationales de propriété intellectuelle Assistance en matière d’élaboration des politiques et de formulation de la législation Pôle de coopération Centres d’appui à la technologie et à l’innovation (CATI) Transfert de technologie Programme d’aide aux inventeurs WIPO GREEN Initiative PAT-INFORMED de l’OMPI Consortium pour des livres accessibles L’OMPI pour les créateurs WIPO Translate Speech-to-Text Assistant de classification États membres Observateurs Directeur général Activités par unité administrative Bureaux extérieurs Avis de vacance d’emploi Achats Résultats et budget Rapports financiers Audit et supervision
Arabic English Spanish French Russian Chinese
Lois Traités Jugements Parcourir par ressort juridique

Géorgie

GE070

Retour

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №03 2011 წლის 14 დეკემბერი„ დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №03 2011 წლის 14 დეკემბერი„ დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ვებგვერდი, 111214001, 16/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –

საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №03

2011 წლის 14 დეკემბერი

„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„დიზაინს შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „დიზაინის რეგიტრაციის თაობაზე“ თანდართული ინსტრუქცია. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე ი. ღვალაძე

ინსტრუქცია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო ინსტრუქცია შემუშავებულია „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად და აწესრიგებს დიზაინის განაცხადის შედგენის, წარდგენის, ექსპერტიზის და რეგისტრაციის პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“ (შემდგომში

– საქპატენტი) – „საქართველოს საპატენტო კანონით“ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

გ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე ოფიციალური ბეჭდური გამოცემა;

დ) რეესტრი – სამრეწველო საკუთრების რეესტრი; ე) საერთაშორისო კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო

ორგანიზაციის (ისმო) სტანდარტით ST.80 დადგენილი, მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ორნიშნა რიცხვითი კოდი;

ვ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის, მთავრობათაშორისი და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი;

ზ) დადგენილი საფასური – „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით დამტკიცებული საფასური;

თ) დღე – სამუშაო დღე; ი) საერთაშორისო ბიულეტენი – ოფიციალური გამოცემა, რომელშიც

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო-ს) საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს მონაცემებს საერთაშორისო დიზაინების რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების შესაბამისად.

თავი II განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი

მუხლი 3. განაცხადის წარდგენა 1. განაცხადი დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე (შემდგომში – განაცხადი)

წარედგინება საქპატენტს კანონის მე-11 მუხლით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. 2. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში საგანაცხადო მასალის უშუალოდ

შეტანით ან ფოსტის მეშვეობით. 3. განაცხადთან დაკავშირებული ქმედებებისათვის დადგენილი ვადები (გარდა

შეტანის თარიღის დადგენისა) აითვლება შესაბამისი საფასურის გადახდის დღიდან.

მუხლი 4. განაცხადის ფორმა და თანდართული მასალები 1. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე (შემდგომში – განცხადება); ბ) დიზაინის გამოსახულებას; 2. განაცხადი დამატებით შეიძლება შეიცავდეს: ა) დიზაინის აღწერილობას, რომელიც ატარებს მხოლოდ განმარტებით ხასიათს. იგი

შეიძლება სიტყვიერად აღწერდეს დიზაინის გამოსახულებას და გამოსახულების ნიშნების თავისებურებებს;

ბ) საპრიორიტეტო საბუთს, თუ მოითხოვება საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დიზაინერის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

4. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ერთ-ერთი თანადიზაინერია, განაცხადს უნდა დაერთოს თანადიზაინერთა სათანადოდ დამოწმებული წერილობითი თანხმობა, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დამოწმებული ასლი უნდა ერთოდეს განაცხადს.

6. უცხოურ ენაზე წარდგენილ საგანაცხადო მასალებს, წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში უნდა დაერთოს სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მასალები წარდგენილად არ მიიჩნევა.

7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სარგებლობს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შეღავათიანი საფასურით, აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.

მუხლი 5. განცხადების ფორმა 1. განცხადება უნდა იყოს წარდგენილი საქპატენტის თავმჯდომარის მიერ

დამტკიცებული განცხადების ბლანკზე. 2. განცხადება ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე ორ ეგზემპლარად ნაბეჭდი

სახით. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლ(ებ)ის სახელს და გვარს (საერთაშორისო კოდი – 71) და პირად

ნომერს, იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდებას და რეგისტრაციის ნომერს;

ბ) განმცხადებლის მისამართს ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის ქვეყნის კოდის მითითებით; იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით;

გ) თხოვნას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ; დ) თხოვნას პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რისთვისაც განმცხადებელმა ,,X”-ით

უნდა მონიშნოს მოთხოვნილი პრიორიტეტის შესაბამისი უჯრა; ე) საკონვენციო პრიორიტეტის შემთხვევაში პირველი განაცხადის ნომერს

(საერთაშორისო კოდი – 31), პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი – 32) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდს (საერთაშორისო კოდი - 33);

ვ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში დიზაინის გამოფენაზე ჩვენების თარიღს (საერთაშორისო კოდი – 23);

ზ) პროდუქტის დასახელებას, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც უნდა იყოს გამოყენებული დიზაინი (საერთაშორისო კოდი – 54);

თ) განაცხადში წარდგენილი დიზაინების რაოდენობას (საერთაშორისო კოდი – 28); ი) მიმოწერის მისამართს საქართველოს ტერიტორიაზე, ადრესატის სრულ სახელს

ან დასახელებას, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ფაქსის ნომერს (საერთაშორისო კოდი – 98);

კ) თუ განაცხადი წარდგენილია დიზაინერის წარმომადგენლის ან უფლებამონაცვლის მეშვეობით წარმომადგენლის/უფლებამონაცვლის სახელს, მისამართს, ტელეფონს, ელ –ფოსტის მისამართს (საერთაშორისო კოდი – 74);

ლ) დიზაინერ(ებ)ის სახელს და მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით შესაბამის გრაფაში;

მ) მითითებას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა დიზაინის შექმნა სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას;

ნ) შესაბამის მითითებას, თუ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელია; ო) განაცხადის თანდართული საბუთების ნუსხას, სადაც მიეთითება

ეგზემპლარებისა და ფურცლების რაოდენობა. 4. თუ განცხადების შევსებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის

შესაბამისად მითითებულია, რომ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელია, მაშინ განმცხადებელს არ ეკისრება დამატებით განმცხადებელსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულება.

5. თუ განმცხადებელი ითხოვს გამოქვეყნების გადადებას, ამ შემთხვევაში მან განცხადების შესაბამის გრაფაში ,,X”-ით (იქსით) უნდა მონიშნოს უჯრა და მიუთითოს გამოქვეყნების გადადების ვადა თვეებში, არა უმეტეს 30 თვისა განაცხადის წარდგენიდან ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ის დიზაინები, რომლებზეც მოითხოვება ვადის გადადება.

6. თუ განმცხადებელი ითხოვს დაჩქარებულ რეგისტრაციას, მან ,,X”-ით უნდა მონიშნოს შესაბამისი უჯრა.

7. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი და ხელმოწერის დღით დათარიღებული განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან წარმომადგენლის მიერ და მიეთითოს ხელმომწერი პირის სრული სახელი.

მუხლი 6. პროდუქტის დასახელება და კლასიფიკაცია 1. პროდუქტის დასახელება უნდა იყოს ფორმულირებული ისე, რომ

შეესაბამებოდეს მის არსს და დანიშნულებას და შესაძლებელი იყოს პროდუქტის კლასიფიცირება მხოლოდ ერთ კლასში ლოკარნოს კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. დაუშვებელია დასახელება შეიცავდეს მითითებას პროდუქტის ხარისხზე. 3. დაუშვებელია დასახელებაში დამატებით ფიგურირებდეს სპეციალური

დასახელება, ცალკეული ასოები და ციფრები. 4. ინფორმაცია დასახელებისა და საკლასიფიკაციო ინდექსის შესახებ გავლენას არ

ახდენს დაცვის ფარგლებზე.

მუხლი 7. დიზაინის გამოსახულება 1. დიზაინის გამოსახულება შესრულებული უნდა იყოს გრაფიკული ან

ფოტოგრაფიული გამოსახულების სახით და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) თითოეული ფურცელი უნდა იყოს თეთრი, გაუმჭვირვალე, სტანდარტის

შესაბამისი A4 ზომის (29,7 სმ X 21 სმ), ხოლო სივრცე, რომელიც გამოიყენება გამოსახულებისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 26,2 სმ X 17 სმ-ს. მარცხენა მხრიდან უნდა იყოს დატოვებული სულ მცირე 2,5 სმ-ის ტოლი ველი;

ბ) გამოსახულება უნდა იყოს ვარგისი გამოქვეყნებისათვის, მკაფიოდ გამოსახული და ისეთი ხარისხის, რომ ჩანდეს ობიექტის ყველა დეტალი, რომელზეც მოითხოვება დაცვა;

გ) გამოსახულება უნდა იყოს შესრულებული ნეიტრალურ ფონზე და შეიძლება იყოს შავ-თეთრი ან ფერადი;

დ) გამოსახულებები შესრულებული უნდა იყოს ერთი და იგივე მასშტაბში. დასაშვებია რომელიმე ნაწილის გადიდებული სახით ჩვენება; G

ე) გამოსახულების თითოეული რაკურსის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 16X16 სმ-ს და არ იყოს 3X3 სმ-ზე ნაკლები;

ვ) გამოსახულება არ უნდა შეიცავდეს წარწერას, განმარტებით ტექსტს, სხვა ისეთ ელემენტს, რომელიც დასაცავ დიზაინს არ ეკუთვნის;

ზ) გამოსახულება არ უნდა იყოს წარდგენილი ტექნიკური ნახაზების სახით. 2. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს, განმცხადებელმა თანმიმდევრობით

უნდა დანომროს თითოეული მათგანი არაბული ციფრებით. 3. თუ დიზაინის ხედების/რაკურსების რაოდენობა ერთზე მეტია, დიზაინის

შესაბამის ნომერს უნდა მიეწეროს წერტილით გაყოფილი შესაბამისი ციფრი, სადაც წერტილის მარცხნივ დაწერილი ციფრი აღნიშნავს დიზაინის ნომერს, ხოლო მარჯვენა მხარეს დაწერილი ხედის ნომერს.

4. გამოსახულებაზე ნაჩვენები დიზაინის ნაწილი, რომელზეც არ მოითხოვება დაცვა, აღნიშნული უნდა იყოს წყვეტილი ხაზით.

5. პროდუქტის შიდა ნაწილი, რომელიც გარედან არ ჩანს, ნაჩვენები უნდა იყოს წყვეტილ ხაზებს შორის ორი წერტილით.

6. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც წარმოადგენს ზედაპირზე განმეორებად ნახატს, გამოსახულება უნდა ასახავდეს მთლიანად ნახატს და იმ ზედაპირს, რომელზეც უნდა იყოს განმეორებული ნახატი.

7. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც წარმოადგენს ტიპოგრაფიულ შრიფტს, მისი გამოსახულება უნდა მოიცავდეს ანბანის ყველა ასოს და ყველა არაბულ ციფრს ხუთსტროფიან ტექსტთან ერთად, რომელშიც გამოყენებულია ეს შრიფტი როგორც ასოების, ისე ციფრების სახით. შრიფტის ზომა უნდა იყოს 16.

8. თუ დიზაინი ეხება შედგენილ პროდუქტს, გამოსახულების ერთ-ერთი ხედი უნდა გამოსახავდეს მას აწყობილ მდგომარეობაში.

9. იმ შემთხვევაში, თუ დიზაინი წარმოადგენს სხვადასხვა ფუნქციის მქონე იმ პროდუქტების ნაკრებს, რომლებიც ერთ მიზანს ემსახურებიან და ახასიათებთ ერთნაირი სტილისტურ-კომპოზიციური გადაწყვეტა, დიზაინი წარდგენილი უნდა იყოს ერთი გამოსახულების სახით, მაგრამ ამასთან მასში შემავალი თითოეული პროდუქტი გამოხატული უნდა იყოს ცალ-ცალკეც, რათა მოხდეს თითოეული მათგანის ინდივიდუალური შეფასება. ერთ დიზაინად წარმოდგენილი ყველა პროდუქტი ექვემდებარება საერთო დაცვას.

10. გამოსახულება წარდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, ამასთან, დასაშვებია გამოსახულების ერთი ეგზემპლარის ქაღალდზე, ხოლო მეორე ეგზემპლარის ელექტრონული ფორმით ,,jpg” ფორმატით წარდგენა კომპაქტდისკზე.

მუხლი 8. პროდუქტის ნიმუში 1. პროდუქტის ნიმუშის წარდგენა დასაშვებია, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია

ორგანზომილებიანი დიზაინი და განმცხადებელი მოითხოვს გამოქვეყნების გადადებას. 2. პროდუქტის ნიმუში წარდგენილი უნდა იყოს 2 ეგზემპლარად და მისი ზომები არ

უნდა აღემატებოდეს 26,2 სმ X 17 სმ-ს.

3. თუ დიზაინი წარმოადგენს განმეორებად ნახატს, ნიმუში უნდა ასახავდეს მთელ ნახატს და განმეორებადი ზედაპირის აღსაქმელად საკმარის ნაწილს სიგრძესა და სიგანეში.

4. ნიმუში არ უნდა იყოს მალფუჭებადი ან შესანახად სახიფათო.

მუხლი 9. მრავლობითი განაცხადი 1. მრავლობითი განაცხადი შეიძლება შეიცავდეს დიზაინების საერთაშორისო

კლასიფიკაციის ერთ კლასს მიკუთვნებულ არა უმეტეს ას დიზაინს. 2. განმცხადებელმა მრავლობით განაცხადში მოცემული დიზაინების

გამოსახულებებს უნდა მიანიჭოს თანმიმდევრული ნუმერაცია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად.

3. თუ დადგინდა, რომ მრავლობით განაცხადში გაერთიანებული დიზაინები არ მიეკუთვნება საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში დაყოს განაცხადი და საქპატენტს წარუდგინოს გამოცალკევებული განაცხადი.

4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, საქპატენტი:

ა) განიხილავს მხოლოდ იმ დიზაინებს, რომლებიც მიეკუთვნება განცხადებაში მითითებულ საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს;

ბ) განსაზღვრავს ერთ-ერთი დიზაინის კლასს, თუ განმცხადებელს განცხადებაში მითითებული არა აქვს საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასი და განიხილავს მხოლოდ იმ დიზაინებს, რომლებიც მიეკუთვნება არჩეული დიზაინის კლასს, ხოლო დიზაინებს, რომლებიც არ მიეკუთვნება საქპატენტის მიერ დადგენილ კლასს – დატოვებს განუხილველად.

5. მრავლობითი განაცხადისათვის საფასურების გადახდა ხდება მრავლობით განაცხადში წარდგენილი თითოეული დიზაინისათვის.

მუხლი 10. გაერთიანებული განაცხადი 1. გაერთიანებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია, თუ მასში შემავალი

დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს. 2. გაერთიანებული განაცხადი საქპატენტს უნდა წარედგინოს დიზაინის

რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 3. გაერთიანებული განაცხადის ფარგლები არ უნდა სცილდებოდეს მასში შემავალი

განაცხადების ფარგლებს. 4. გაერთიანებულ განაცხადში შემავალ ყველა განაცხადს უნარჩუნდება შესაბამისი

პრიორიტეტი. 5. გაერთიანებული განაცხადი განიხილება როგორც ახალი განაცხადი, ხოლო მასში

გაერთიანებულ თითოეულ განაცხადზე გაერთიანებამდე მიმდინარე საქმისწარმოება წყდება.

მუხლი 11. გამოცალკევებული განაცხადი

1. გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. გამოცალკევებული განაცხადის ფარგლები არ უნდა სცილდებოდეს იმ განაცხადის დაცვის ფარგლებს, რომლისგანაც მოხდა გამოცალკევება.

3. განაცხადზე, რომლისგანაც მოხდა განაცხად(ებ)ის გამოცალკევება, საქმისწარმოება გრძელდება, ხოლო გამოცალკევებულ განაცხადს უნარჩუნდება იმ განაცხადის პრიორიტეტი, რომლისგანაც მოხდა გამოცალკევება.

მუხლი 12. განაცხადის შეტანა 1. საქპატენტში წარდგენისთანავე საგანაცხადო მასალებს ენიჭება საიდენტიფიკაციო

ნომერი, აღირიცხება მათი შეტანის თარიღი და წარდგენილი მასალების ფურცლების რაოდენობა.

2. განაცხადის წარდგენისთანავე განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელზე გაიცემა საკანცელარიო ცნობა, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

3. საკანცელარიო ცნობა არ წარმოადგენს განაცხადის შეტანის თარიღის დამადასტურებელ საბუთს.

მუხლი 13. პრიორიტეტის მოთხოვნა 1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო

პრიორიტეტი საქპატენტში განაცხადის შეტანისთანავე, ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, ამასთან უნდა გადაიხადოს საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური. განაცხადის წარდგენისას დაცული უნდა იყოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვადა.

2. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნიდან 3 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს პირველი განაცხადის შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ დამოწმებული ასლი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

3. საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს გამოფენისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საბუთში აღნიშნული უნდა იყოს გამოფენის გახსნის თარიღი და იგი უნდა ადასტურებდეს იმ პროდუქტის ექსპონირების ფაქტს, რომელშიც ჩართულია, ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი.

5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს, განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

6. დაუშვებელია განაცხადს უარი ეთქვას საკონვენციო პრიორიტეტის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ პირველი განაცხადის შეტანის ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში დიზაინს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ან დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულია.

7. თუ განმცხადებელი არ ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადს პრიორიტეტი უდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

8. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში დასაშვებია შესაბამისი საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნა განაცხადში შემავალი ცალკეული დიზაინისათვის.

თავი III განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების წესი

მუხლი 14. განაცხადის ექსპეტიზა 1. საქპატენტში წარდგენილ განაცხადზე ტარდება ექსპერტიზა კანონის მე-14-17

მუხლების შესაბამისად. 2. განმცხადებლისათვის გაგზავნილი შეტყობინებები პასუხის მიღებამდე აჩერებს

ექსპერტიზის ვადებს.

მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება 1. განაცხადს უდასტურდება შეტანის თარიღი შეტანიდან ორი კვირის

განმავლობაში, თუ განცხადება შევსებულია ქართულ ენაზე და შეიცავს განმცხადებლის სახელს და მიმოწერის მისამართს, ამასთან, განაცხადი უნდა შეიცავდეს დიზაინის გამოსახულებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გამოსახულების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იყოს პროდუქტის ნიმუში, თუ დიზაინი ორგანზომილებიანია და განმცხადებელი ითხოვს გამოქვეყნების გადადებას.

3. გამოსახულება არ ჩაითვლება წარდგენილად, თუ იგი არ არის მკაფიოდ გამოსახული, რის გამოც შეუძლებელია დიზაინის აღქმა.

4. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი განაცხადს შეტანის თარიღს დაუდასტურებს ზემოაღნიშნული საგანაცხადო მასალების წარდგენის თარიღით.

5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება, რომლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში იგი ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი მასალა. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა და მიიღება გადაწყვეტილება საგანაცხადო მასალების განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. საქპატენტი განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს

განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური გადაიხდება განაცხადის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებლის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება.

4. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და ფორმალური ექსპერტიზისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური სრულად, ან მიუთითოს, რომელი დიზაინები უნდა იყოს განხილული გადახდილი საფასურის ფარგლებში.

5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს საქპატენტის მიერ მითითებული რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

6. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს მოწმდება საგანაცხადო მასალების გაფორმების შესაბამისობა კანონის მე-16 მუხლისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან.

7. თუ საგანაცხადო მასალები არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში იგი ვალდებულია შეავსოს დადგენილი ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ ეგზავნება განმცხადებელს.

8. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, თუ ხარვეზი დაუდგინდა განაცხადში შემავალ რომელიმე დიზაინს (დიზაინებს) და თუ დადგენილ ვადაში არ იქნება ხარვეზი შევსებული, ამ დიზაინის მიმართ შეწყდება საქმისწარმოება.

9. თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, განაცხადს ენიჭება ნომერი, უდასტურდება პრიორიტეტი და მიიღება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.

10. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ და განცხადების ერთი ეგზემპლარი ექსპერტის მიერ შევსებული შესაბამისი მონაცემებით.

მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან სამი თვის ვადაში,

საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, არსობრივი ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

2. არსობრივი ექსპერტიზის საფასური განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე შეწყდება საქმისწარმოება.

3. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და არსობრივი ექსპერტიზისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზის საფასური სრულად, ან მიუთითოს, რომელი დიზაინები უნდა იყოს განხილული არსობრივი ექსპერტიზის დროს.

4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, საქპატენტი არსობრივი მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

5. არსობრივი ექსპერტიზის დროს განაცხადის განხილვა შეიძლება შეჩერდეს საქპატენტის მიერ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ განაცხადით წარდგენილი დიზაინი იდენტურია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადით წარდგენილი დიზაინისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაცხადის განხილვა ჩერდება, ვიდრე ბიულეტენში არ გამოქვეყნდება უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადით წარდგენილი დიზაინი, ან თუ უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადს უარი ეთქმევა რეგისტრაციაზე.

7. განაცხადის განხილვის შეჩერების თაობაზე განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

8. საქპატენტი გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უგზავნის განმცხადებელს.

მუხლი 18. დიზაინის გამოქვეყნება 1. საქპატენტი, კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით

გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს და დიზაინის გამოსახულებას, თუ განმცხადებლის მიერ გადახდილია შესაბამისი საფასური.

2. გამოქვეყნების საფასური განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდება.

3. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინების გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს გამოქვეყნების საფასური, ან მიუთითოს, რომელი დიზაინი უნდა გამოქვეყნდეს.

4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი რიგითობის მიხედვით გამოაქვეყნებს განაცხადში შემავალ იმდენ დიზაინს, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება 1. დიზაინის გამოქვეყნების გადადების მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია დიზაინის

რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადით.

2. თუ განაცხადს დაუდგინდა რამდენიმე პრიორიტეტი, გამოქვეყნების გადადების ვადა აითვლება ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტიდან.

3. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს, მასში შემავალ რომელ დიზაინზე ითხოვს გამოქვეყნების გადადებას.

4. განაცხადზე, რომელზეც მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, საქმისწარმოება მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოსახულების ნაცვლად წარმოდგენილია პროდუქტის ნიმუში.

5. თუ დიზაინზე მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბიულეტენში ქვეყნდება მხოლოდ განმცხადებლის სახელი, განაცხადის შეტანის თარიღი, განაცხადის ნომერი, გამოქვეყნების გადადების ამოწურვის თარიღი და კეთდება აღნიშვნა გამოქვეყნების გადადების შესახებ.

6. დიზაინის, რომელზეც მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებლის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, საქპატენტი აქვეყნებს ბიულეტენში განაცხადის მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

7. განმცხადებელს შეუძლია გააუქმოს გამოქვეყნების გადადება და მოითხოვოს დიზაინის გამოქვეყნება არა უგვიანეს 3 თვით ადრე გამოქვეყნების ვადის ამოწურვამდე.

8. თუ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად წარდგენილია პროდუქტის ნიმუში, განმცხადებელი ვალდებულია, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, წარადგინოს დიზაინის გამოსახულება ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 20. საგანაცხადო მასალებში ცვლილებების ან/და შესწორების შეტანა განმცხადებლის მოთხოვნით

1. განაცხადზე საქმისწარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს საგანაცხადო მასალებში შეიტანოს ცვლილებები ან/და შესწორებები.

2. საგანაცხადო მასალებში ცვლილება ან/და შესწორება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ცვლილებები ან/და შესწორებები, რომლებიც ეხება დიზაინის გამოსახულებას, დასახელებას და აღწერილობას, დასაშვებია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები.

4. ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა, რომელიც ეხება განმცხადებლის, დიზაინერის ან წარმომადგენლის სახელს და მისამართს, დასაშვებია როგორც საქმისწარმოების ეტაპზე, ასევე რეგისტრაციის შემდეგ.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებებისა ან/და შესწორებების შეტანა ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა განაცხადში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე ხდება საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.

7. განაცხადში მექანიკური შეცდომების გასწორება ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.

მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ

1. საქპატენტი უფლებამოსილია ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა, განაცხადში ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განმცხადებლის მიერ საფასური არ გადაიხდება.

3. განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს შესაბამისი მასალები.

4. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გაგრძელება თითო თვით, არა უმეტეს 2 თვისა.

5. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი მასალა, რომელიც ავსებს, ცვლის ან აზუსტებს განაცხადს, არ უნდა სცილდებოდეს დიზაინის დაცვის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მასალა არ განიხილება, რის შესახებაც განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 22. განაცხადის განხილვის შეჩერება 1. განმცხადებელს უფლება აქვს დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, ამ

ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დიზაინის გამოქვეყნებამდე, მოითხოვოს განაცხადის განხილვის შეჩერება თითო თვით, არა უმეტეს 6 თვისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება არ ვრცელდება განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებისას საქპატენტის მიერ მოთხოვნილი მასალების წარდგენასა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადების გაგრძელებაზე.

მუხლი 23. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

1. თუ განაცხადზე საქმისწარმოება შეწყვეტილია განმცხადებლის მიერ კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი ვადების დარღვევის გამო, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების აღდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს საქპატენტის მიერ განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში, საქმისწარმოების შეწყვეტის მიზეზის აღმოფხვრისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. საქპატენტი საქმისწარმოების აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს მიღებიდან ერთი თვის ვადაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის შესახებ.

მუხლი 24. განაცხადის გამოთხოვა 1. დიზაინის გამოქვეყნებამდე განმცხადებელს უფლება აქვს გამოითხოვოს

განაცხადი. 2. საქპატენტს განაცხადის გამოთხოვის შესახებ განცხადების საფუძველზე გამოაქვს

გადაწყვეტილება განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. 3. განაცხადის გამოთხოვის შემთხვევაში დაუშვებელია განაცხადზე

საქმისწარმოების აღდგენა.

მუხლი 25. განაცხადის დამოწმებული ასლის მოთხოვნა 1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ განმცხადებელს უფლება

აქვს მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლი. 2. განაცხადის დამოწმებული ასლი საქპატენტის მიერ გაიცემა განცხადების

საფუძველზე, დადგენილი საფასურის გადახდიდან ათი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინი 1. კანონის 25-ე მუხლის და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად,

საქპატენტი საერთაშორისო დიზაინზე ატარებს არსობრივ ექსპერტიზას საერთაშორისო ბიულეტენში დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

2. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, საქპატენტი დიზაინის საერთაშორისო ბიულეტენის ინტერნეტში გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში ატყობინებს ამის თაობაზე საერთაშორისო ბიუროს.

3. თუ საერთაშორისო დიზაინი აკმაყოფილებს კანონის 25-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე და გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში უგზავნის შეტყობინებას საერთაშორისო ბიუროს.

4. საქპატენტი საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში განაცხადის მონაცემებს და დიზაინის გამოსახულებას აქვეყნებს ბიულეტენში.

5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით.

6. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე არ გასაჩივრდა, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის.

7. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე გასაჩივრდა სასამართლოში, ან სააპელაციო პალატაში, რის საფუძველზეც სასამართლომ ან სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე ერთი თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში და ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.

9. საქპატენტს მონაცემები დიზაინზე, რომლის რეგისტრაციის მოქმედება გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე, შეაქვს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

10. საქპატენტს ინფორმაცია კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების გაუქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე ბათილად ცნობის შესახებ შეაქვს შესაბამის მონაცემთა ბაზაში და აქვეყნებს ბიულეტენში.

თავი IV დიზაინის რეგისტრაცია

მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის წესი 1. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდის შემთხვევაში, კანონის 21-ე მუხლის

შესაბამისად, საქპატენტი არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში. რეგისტრირებულ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.

2. დიზაინის რეგისტრაციის საფასურის გადახდის შესახებ შეტყობინება განმცხადებელს საქპატენტის მიერ ეგზავნება კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში.

3. რეგისტრაციისა და დიზაინის რეგისტრაციის პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება ერთდროულად, განმცხადებლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოება წყდება.

4. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს, ხოლო რეგისტრაციისათვის და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინების რეგისტრაციისათვის და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს რეგისტრაციისა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასური, ან მიუთითოს, რომელი დიზაინი უნდა დარეგისტრირდეს.

5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი რიგითობის მიხედვით დაარეგისტრირებს განაცხადში შემავალ იმდენ დიზაინს, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

6. საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას.

7. საქპატენტი აქვეყნებს მონაცემებს იმ დიზაინების შესახებ, რომლებიც იყო გამოქვეყნებული, მაგრამ არ დარეგისტრირდა.

მუხლი 28. საფასურის გადახდის წესი 1. თუ კანონით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, საფასურის

გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

2. კანონით გათვალისწინებული იმ ქმედებებისათვის, რომელიც მოითხოვება განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მიერ, საფასური გადაიხდება ასეთი ქმედების მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვისთანავე.

3. საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება არ დაიშვება, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. შესაძლებელია განმცხადებლის მიერ საფასურის წინასწარ გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური წინასწარ გადახდილია ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ შესრულდა, განმცხადებელს უბრუნდება გადახდილი თანხის 80%.

5. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთზე არ ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურებთან დაკავშირებული შეღავათი, შესაბამისი ქმედებისთვის საფასური გადაიხდება შეღავათის გარეშე.

6. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ და მათზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათი, შესაბამისი ქმედებისათვის გადაიხდება ის საფასური, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო დაბალპროცენტიანი შეღავათი.

7. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 29. საქმისწარმოების აღდგენის საფასური საქმისწარმოების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში საქმისწარმოების აღდგენისათვის

გადაიხდება მხოლოდ საქმისწარმოების აღდგენის საფასური. თუ საქმისწარმოება შეწყვეტილია შესაბამისი ქმედებისთვის საფასურის გადაუხდელობის გამო, საქმისწარმოების აღდგენის საფასურთან ერთად ასევე გადაიხდება ამ ქმედებისათვის დადგენილი საფასური.

მუხლი 30. დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური 1. პირველი ხუთი წლისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების

საფასური გადაიხდება რეგისტრაციის საფასურთან ერთად, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე

და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის მეხუთე წლის განმავლობაში.

2. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასურის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მფლობელს საფასურის გადახდისათვის ეძლევა ექვსთვიანი საშეღავათო ვადა, რომელიც მოიცავს დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების მომდევნო ხუთწლეულის პირველ ექვს თვეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის განმავლობაში მფლობელის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაცია უქმდება.

მუხლი 31. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია 1. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა ხორციელდება კანონის 22-ე

მუხლით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. 2. განაცხადზე დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში

დაუშვებელია ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული გამოქვეყნების გადადება.

3. განაცხადს დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნით უდასტურდება შეტანის თარიღი და მისი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში, თუ გადახდილია დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი შესაბამისი საფასური.

4. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეიცავს 50-ზე მეტ დიზაინს, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 7 დღემდე.

5. თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.

6. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ და ხარვეზის შესავსებად ეძლევა შეტყობინების ჩაბარებიდან 15 დღე. თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს დადგენილ ხარვეზს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს კანონით და ამ ინსტრუქციით დადგენილი ჩვეულებრივი წესით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქპატენტის მიერ გამოტანილ იქნება გადაწყვეტილება დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, განმცხადებელს უბრუნდება გადახდილი დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის 50%.

8. საქპატენტი დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში, აქვეყნებს რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას, დაჩქარებული რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

9. კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.