საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება №01 2012 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის
თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში (140111, 14/01/2011) და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე რეგისტრირებულმა პატენტრწმუნებულებმა გაიარონ ატესტაცია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით 2015 წლის 1 იანვრამდე.“.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პატენტრწმუნებულთა ატესტაცია ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე
ირაკლი ღვალაძე
http://www.matsne.gov.ge 05004000048065016005