关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决书 按司法管辖区搜索

格鲁吉亚

GE032

返回

«ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილება

 საქართველოს მთავრობის

საქართველოს მთავრობის

დადგენილება

N182 2010 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან,

რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და 541 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე „საქპატენტის“ მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები:

1. გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი N1).

2. სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი N2).

3. დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი N3).

4. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი N4).

5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი N5).

6. ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი N6).

მუხლი 2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესა-ხებ“ სა-ქარ-თველოს კანო-ნის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის N51 ბრძანება „სამრეწველო

საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვის საფასურების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს დადგენილების ამოქმედების თარიღის შემდეგ „საქ-პატენტში“ შეტანილ განაცხადებზე.

მუხლი 4. N4 დანართის მე-40 და 41-ე გრაფით გათვალისწინებული საფასურები ამოქმედდეს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.

მუხლი 5. განაცხადზე, რომელზეც ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საქმისწარმოება, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის საქპატენტში შეტანის დროს. (28.07.2010 N 215)

მუხლი 51. ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საქპატენტში შესული სააპელაციო საჩივრების განხილვაზე, მათ შორის, იმ სააპელაციო საჩივრებზე, რომლებიც შეეხება დადგენილების ამოქმედებამდე საქპატენტში შესულ განაცხადებს, გავრცელდეს თანდართული საფასურები. (28.07.2010 N 215)

მუხლი 6. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე, განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე - 90%-იანი შე-ღა-ვათი.

მუხლი 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

დანართი N1 (28.07.2010 N 215)

გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

№ ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით

120

არსობრივი ექსპერტიზა

3. დაცვის ობიექტის დადგენა

90

4.* ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე

180

5.* ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე

120

6. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

60

გამოქვეყნება

7. გამოქვეყნება 30 გვერდამდე

60

8. გამოქვეყნება 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

9. პატენტის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება

200

10. ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

11. პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად

50

12. პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

70

13. პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად

170

14. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად

250

15. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად

300

16. პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად

500

17. სამედიცინო პროდუქტისათვის გამოგონების პატენტის მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნა ყოველი ერთი წლით

100

18. პატენტის მოქმედების აღდგენა

100

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

19. საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალის-წინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის

ან/და მესამე პირის მოთხოვნით

20. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

21. შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

22. გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად

50

23. სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად

70

24. საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე

150

25. პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

180

26. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

27. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ

60

28. საერთაშორისო განაცხადზე უფლებების აღდგენა

80

29. ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე დოკუმენტური დასკვნის გაცემის შემდეგ

120

30. განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

31. ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე

60

32. საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

33. დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან

30

34. ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

35. აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე

180

36. აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე

360

37. მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა ერთ პატენტზე

10

38. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

39. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

100

--------------------

4*, 5* - თუ განაცხადზე ,,საქპატენტში” წარდგენილი იქნება საერთაშორისო

მოძიებისა ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშ-

-ნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით.

დანართი N2 (28.07.2010 N 215)

სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

№ ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 90

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით

120

არსობრივი ექსპერტიზა

3.

დაცვის ობიექტის და სიახლის დადგენა 90

4.

განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა 60

გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

5. გამოქვეყნება, პატენტის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება

170

6. პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად

50

7. პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად

70

8. პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

170

9. პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად

300

10.

პატენტის მოქმედების აღდგენა 100

11. ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე პირის მოთხოვნით

12. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მომართვაზე

40

13. შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

14.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით 30

15. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ

60

16.

საერთაშორისო განაცხადზე უფლების აღდგენა 80

17. განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

18. ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვის მოთხოვნით ყოველ ერთ პატენტზე

60

19.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა 30

20.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა 60

21. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

22.

ხელშეკრულების რეგისტრაცია 100

23. აპელაციის განხილვა ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საკითხზე

180

24. აპელაციის განხილვა არსობრივი ექსპერტიზის საკითხზე

360

25. მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა ერთ პატენტზე

10

26. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

100

დანართი N3 (28.07.2010 N 215)

დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

N ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 50

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე

10

3. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით

60

4. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნით ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე

10

არსობრივი ექსპერტიზა

5. არსობრივი ექსპერტიზა 80

6. არსობრივი ექსპერტიზა ყოველ ერთზე მეტ დიზაინზე 10

გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება

7. ერთი დიზაინის გამოქვეყნება

10

8. დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება

100

9. დიზაინის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

10. მეორე ხუთი წლით რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება

80

11. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით თითოეულდამატებით დიზაინზე

10

12. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით

100

13. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით თითოეულდამატებით დიზაინზე

10

14. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით

300

15. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

30

16. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით

550

17. რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულდამატებით დიზაინზე

50

18. რეგისტრაციის აღდგენა

100

ქმედებები განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მოთხოვნით

19. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

20. ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვის მოთხოვნით ყოველ ერთ დიზაინზე

40

21. გამოქვეყნების გადადება

100

22. შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

23. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

24. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ფორმალური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ

60

25. განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

26. რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა

30

27. მოწმობის დუბლიკატის გაცემა

90

28. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

29. ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

30. აპელაციის განხილვა

200

31. აპელაციის განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

32. მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა

20

თითოეულ შესაცვლელ მოწმობაში

33. ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

20

34. საქმისწარმოების აღდგენა

30

დაჩქარებული რეგისტრაცია

35. დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

100

36. დაჩქარებული ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე 20

37. დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა

160

38. დაჩქარებული არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე 20

დანართი N4 (28.07.2010 N 215)

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

N ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

1. სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

90

2. სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

50

3. კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

150

4. კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

5. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა 30 6. სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა 120

7. კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა 310 8. გამოქვეყნება 60 9. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა 90

10. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

150

11. ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

30

12. სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე

300

13. სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

50

14. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

550

15.

კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე

550

16. კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

17.

საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზა-ციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

18.

დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექ- ტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

19. განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

60

20. განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

50

21. ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე

60

22. განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა 30 23. რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა 30 24. მოწმობის დუბლიკატის გაცემა 90 25. მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა 30

26. დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

27. ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე 90 28. აპელაციის განხილვა სასაქონლო ნიშანზე 200

29. აპელაციის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე 400 30. მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის 30

გაგრძელება ერთი თვით

31.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

500

32.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

200

33. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება

340

34.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

200 ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის

მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის

35. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე

285

36. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით, საქონლის ყო-ველ ერთზე მეტ კლასზე

100

37. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე

285

38. მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთზე მეტ კლასზე

100

დამტკიცებულია

საქართველოს მთავრობის

2010 წლის 3 ივლისის

N 182 დადგენილებით

დანართი N5

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

N ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

1. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე განაცხადის

ექსპერტიზა 120

2. გამოქვეყნება 50

3. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია 160

4. ცვლილებების შეტანა რეესტრში 50

5. რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა 30

დამტკიცებულია

საქართველოს მთავრობის

2010 წლის 3 ივლისის

N 182 დადგენილებით

დანართი N6

ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან

დაკავშირებული საფასურები

N ქმედება ლარი

1. ნაწარმოების დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

2. მონაცემთა ბაზის დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

3. დეპონირების მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასური

5