关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决书 按司法管辖区搜索

格鲁吉亚

GE019

返回

საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

 საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას (იმპორტირებისას) ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ ხელშეკრულების დებულებებს სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა თაობაზე.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლების მფლობელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო უფლება, განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე ანდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება; b) საავტორო უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია - ნებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოადგენს უფლების მფლობელის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე წარმოებული საქონლის ასლს და რომელიც საქართველოში წარმოშობის შემთხვევაში წარმოებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით; გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია - ნებისმიერი საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; დ) კონტრაფაქციული პროდუქცია - ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს; ე) "დე-მინიმის" იმპორტი - არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელი, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

თავი II საქონლის შეჩერება

მუხლი 3. საქონლის შეჩერება საბაჟო ორგანოების მიერ

უფლების მფლობელს, რომელსაც საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის შეჩერება.

მუხლი 4. განცხადება

1. უფლების მფლობელი, რომელიც მოითხოვს საქონლის შეჩერებას ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს წერილობით წარუდგენს:

ა) იმის სათანადო დასაბუთებას, რომ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლების მფლობელის უფლებები;

ბ) საქონლის დეტალურ აღწერას - საბაჟო ორგანოების მიერ მისი ამოცნობის გაადვილების მიზნით;

გ) სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოფის გარანტიას. ასეთი უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების წარმოდგენით, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

2. მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები და ეცნობებათ საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ შესაბამის ღონისძიებათა ჩატარებისათვის დადგენილი ვადების შესახებ.

მუხლი 5. საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა

თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან 14 დღის განმავლობაში უფლების მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოში სარჩელის შეტანას, შეჩერებული საქონელი ექვემდებარება გაშვებას.

მუხლი 6. ზარალის ანაზღაურება

სასამართლოს შეუძლია მოსარჩელეს დააკისროს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც საქონლის შეჩერებით განიცადა იმპორტიორმა, ექსპორტიორმა, ტვირთის მიმღებმა ან საქონლის მესაკუთრემ.

მუხლი 7. შემოწმების ჩატარებისა და ინფორმაციის მიღების უფლება

სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი კონფიდენციალური ინფორმაციისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე უზრუნველყოფს უფლების მფლობელის

მიერ შეჩერებული საქონლის შემოწმების ჩატარებას. სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი იმპორტიორს ან ექსპორტიორს ატყობინებს ამგვარი შემოწმების ჩატარების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოფს მის დასწრებას შემოწმებაზე და საქონლის შემოწმების თანაბარ შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ უფლების მფლობელის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი უფლების მფლობელს აცნობებს ტვირთის გამგზავნის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ტვირთის მიმღების ვინაობას და მისამართს, აგრეთვე მოცემული საქონლის რაოდენობას.

მუხლი 8. ღონისძიებები

1. სასამართლოს მიერ უფლების მფლობელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტს ამ მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად გამოაქვს გადაწყვეტილება მოცემული საქონლის განადგურების ან განკარგვის შესახებ.

2. საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის განადგურებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

3. სასამართლოს მიერ უფლების მფლობელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი არ დაუშვებს კონტრაფაქციული პროდუქციის ექსპორტს ან რეექსპორტს.

მუხლი 9. "დე-მინიმის" იმპორტი

ეს კანონი არ გამოიყენება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონლის მიმართ, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.

თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10. გარდამავალი დებულება

დაევალოს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში გამოსცეს საავტორო უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის განადგურებისა და განკარგვის წესი.

მუხლი 11. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1999 წლის 23 ივნისი