关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决书 按司法管辖区搜索

格鲁吉亚

GE015

返回

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი №2352_რს 1999 წლის 23 ივლისი (როგორც შესწორებული საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555)

 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

1

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

თავი I

ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ

ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ

სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის

დებულებანი.

მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები 1. ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ

სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს

ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

2. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს

კანონმდებლობასთან;

ბ) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების,

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების

განხორციელების თაობაზე.

მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი 1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-

მოვალეობებით.

2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაცი-ული

ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან

ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს

კანონმდებლობას.

მუხლი 4. შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ

ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-

მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით

მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების

წარმოსადგენად.

2

თავი II

განსჯადობა

მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები

სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს

განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6

მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.

მუხლი 6. საოლქო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

კანონიერების თაობაზე;

ბ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში

შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო

ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

კანონიერების თაობაზე;

გ) ქალაქების_თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის

საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული)

ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე;

დ) ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის

ფასი აღემატება 500 000 ლარს.

ე) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი

სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს აფხაზეთისა

და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და

აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

კანონიერების თაობაზე. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124

თავი III

მიუკერძოებლობა, აცილება

მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან

დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

3

მუხლი 8.(ამოღებულია). საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

თავი IV

პროცესის ხარჯები

მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი 1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან

დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

2. დავის საგნის ფასს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40

მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულის გარდა, განსაზღვრავს სასამართლო.

3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

4. ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს

საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.

მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება 1. ფიზიკური პირი ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში

გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან არ გამოიყენა

ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა ან თუ მისთვის ცნობილი

იყო გარემოებანი, რომლებიც აშკარად მიუთითებდნენ მისი სარჩელის

უსაფუძვლობაზე.

2. თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო

გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს

პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

3. თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები,

რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო

ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 11. საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას 1. თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ

შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან მხარე არ არის გათავისუფლებული

სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მაშინ სასამართლო

ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

2. სასამართლოსგარეშე ხარჯებს თითოეული მათგანი ანაზღაურებს

დამოუკიდებლად.

თავი V

საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა 1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის

მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა,

ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა

და წესი.

4

2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის

პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება

შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 13. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა 1. სასამართლოს მიერ მხარეთათვის ან საქმეში მონაწილე სხვა პირისათვის

გაგზავნილ ყველა უწყებაზე, დოკუმენტსა თუ წერილზე უნდა აღინიშნოს გაგზავნის

თარიღი.

2. სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, დადგენილების ასლი უნდა

გადაეცეს მხარეს.

3. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან

რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, სასამართლოს მოთხოვნით ვალდებულია

დანიშნოს სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დოკუმენტების მიღებაზე.

4. თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი

ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა,

როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს.

5. თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ

მხარეს ეგზავნება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ეცნობება, რომ მას აქვს

მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება.

6. მხარეს უფლება აქვს მიიღოს ამ დოკუმენტის ასლი საკუთარი ხარჯით ან

გააკეთოს ამონაწერი სასამართლოს კანცელარიაში.

თავი VI

მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში

მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით

გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის

ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინი-სტრაციულ-

სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე

ქმედება.

2. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან

დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და

გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

1. თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის)

ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის

პირი, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება.

2. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო

უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად,

დადგენილი წესით, დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე,

რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს.

5

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო ან ადგილობრივი

თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია თავის

წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი ან უმაღლესი იურიდიული განათლების

მქონე სხვა პირი. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 16. მესამე პირის ჩაბმა ადმინისტრაციულ პროცესში 1. სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო

უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს

სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და

ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

2. მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ

სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ

მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ

სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში

ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.

3. სასამართლოს განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ უნდა გაეგზავნოს

მხარეებს და მესამე პირებს.

4. სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ

გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა

საქმეში.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის

(მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

თავი VII

სასამართლო მტკიცებულებები

მუხლი 17. მტკიცების ტვირთი 1. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს

შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი

შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური

ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების

შესახებ, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება

ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111

მუხლი 18. მოწმე და ექსპერტი 1. სასამართლო ვალდებულია მოწმის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე

სამი დღით ადრე მაინც აცნობოს მხარეს მოწმის ვინაობა, მის მიერ ჩვენების მიცემის

დრო და ადგილი, აგრეთვე ფაქტები, რომლებთან დაკავშირებითაც მოწმემ ჩვენება

უნდა მისცეს სასამართლოს.

2. გადაწყვეტილება ექსპერტის დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს მხარეებს. თუ

სასამართლოს მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი, მხარე უფლებამოსილია

6

შეტყობინების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში წარადგინოს თავისი მოსაზრება

ექსპერტიზის საგნისა და მოცულობის შესახებ.

3. ექსპერტის დასკვნა უნდა გაეგზავნოს მხარეებს, რომლებსაც უფლება აქვთ

წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებანი.

მუხლი 19. მტკიცებულებების შეგროვება სასამართლოს მიერ 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული

უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი

ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

2. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და

მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.

მუხლი 20. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს მოთხოვნით

წარუდგინოს მას საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი

დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია. საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

მუხლი 201. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი

1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის

გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ

სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ

წარედგინება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ

გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს

გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას. საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქმეში მონაწილე პირებს

შეუძლიათ სასამართლოს კანცელარიაში გაეცნონ საქმის თაობაზე გამოტანილ

სასამართლო აქტებს, აგრეთვე სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებს.

2. მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტებისა და ადმინისტრაციული

საქმის სხვა მასალის ასლები სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით. დოკუმენტის

ასლის გადაღებისათვის აუცილებელ ხარჯებს ანაზღაურებს მხარე. ასლის

გადაღებისათვის სხვა რაიმე გადასახდელის მოთხოვნა არ შეიძლება.

3. მხარეებს გასაცნობად არ წარედგინებათ სასამართლო აქტების პროექტები,

აგრეთვე სხვა მოსამზადებელი მასალები.

7

თავი VII1

ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან

დაკავშირებით

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს

შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს

მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფელის მიხედვით. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

მუხლი 212. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა 1. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება

მეწარმის შემოწმების დაწყებამდე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას

სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა

მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს

საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს

შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი

მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე,

მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24

საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.

შუამდგომლობის წარდგენისას მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ

რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

3. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების

შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს ბრძანების გასაცემად.

შუამდგომლობაში მიეთითება იმ მეწარმის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა

შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. შუამდგომლობას დაერთვის

აგრეთვე მაკონტროლებელი ორგანოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ცნობის

ასლი. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

მუხლი 213. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის

საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს

ერთპიროვნულად ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის

კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით

გათვალისწინებული შემთხვევისა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ

მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი და ის მეწარმე ან მისი

წარმომადგენელი, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი

ორგანო. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5

8

მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 201

მუხლით განსაზღვრული წესით.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც

(ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან

მაკონტროლებელ ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის

დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი

მტკიცებულებანი.

4. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა

შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ

არა აცილებები. მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც

შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და

მეწარმის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა

გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

5. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს მეწარმე ან მისი კანონიერი

წარმომადგენელი, მას ეძლევა შესაძლებლობა მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს

საწინააღმდეგო მოსაზრებები.

6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის

შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების

თაობაზე. თუ არ არსებობს მეწარმის საქმიანობის შემოწმების ფორმალური და

ფაქტობრივი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება

მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მეწარმის შემოწმება

უკვე დაწყებულია, დადგენილებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და

მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს

ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.

7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა

მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და

მეწარმე, რომლის შემოწმებაც ხდება;

ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ

უნდა აღემატებოდეს 15 დღეს;

ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს

ბრძანება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის

დადგენილებაში აღინიშნება:

ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა

მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე

შესაბამისი დასაბუთებით და მეწარმე, რომლის შემოწმებაზედაც ითქვა უარი;

9

ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება ან დადგენილება დგება სამ ცალად, აქედან ერთი

ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე–შესაბამის

მეწარმეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე მეწარმე

ან მისი წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის

ცნობილი გახდა აღნიშნული გარემოება, უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის

შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით

მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება

მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით

დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს მოსამართლის

ბრძანების გაუქმებას.

11. მოსამართლის მიერ მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ

დადგენილების გამოტანისას მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს

სასამართლოს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შუამდგომლობით მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა დამატებითი გარემოება, რომელიც დადგენილების

გამოტანისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და რომელიც მოითხოვს მეწარმის

საქმიანობის შემოწმებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში

მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე.

12. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების

ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

13. შუამდგომლობის შემტანი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის

განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე

საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის

ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 24 საათის განმავლობაში

შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

15. საჩივარი მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გაუქმების თაობაზე

შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ სასამართლოში მხარისთვის

ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში.

მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრის და თანდართული მასალების

ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.

16. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება არსებითად,

კოლეგიური წესით, საჩივრის შესვლიდან 3 დღის განმავლობაში, ამ მუხლით

გათვალისწინებული წესით.

17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს

ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და

გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

10

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110

თავი VIII

ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო

(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან

უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

3. სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული

გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის

შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ

ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე პირდაპირ

და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან

ინტერესს.

მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი ქმედების განხორციელების ან ისეთი

ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს

ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების

განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და

უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან

ინტერესს.

მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი 1. აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების ან სამართლებრივი

ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის

კანონიერი ინტერესი.

2. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას

სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების საფუძველზე.

მუხლი 26. სარჩელის წარდგენა უფლებამოსილ სასამართლოში 1. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია

განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

11

2. არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ

აცნობებს მოსარჩელეს.

3. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი

სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

მუხლი 261. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა 1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებები.

2. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარის ხელმეორედ არასაპატიო

მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს

გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და

მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 27. გამარტივებული სამართალწარმოება სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე

ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად.

მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება 1. სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს

გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

2. დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია:

ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული

სარჩელის წარდგენის ვადა;

ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების

წარდგენისათვის;

გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით

საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;

დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი

მოსაზრების წარდგენის ვადა.

მუხლი 29. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება 1. სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული

ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას.

2. ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების,

მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;

ბ) იგი წარმოადგენს პოლიციის ორგანოს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც

გამოცემულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო

ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული

გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი

აღსრულების აუცილებლობა;

ე) ეს გათვალისწინებულია კანონით.

12

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე

უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული აქტის შეჩერების

მოთხოვნით. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს

სამი დღის ვადაში.

მუხლი 30. განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ 1. მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ადმინისტრაციული

აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი

ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი

აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი

უფლების ან ინტერესის დაცვას.

2. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის

შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

3. მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას

იღებს სამი დღის ვადაში.

4. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ერთი დღის განმავლობაში უნდა

გაეგზავნოს მხარეებს.

5. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული აქტის ან მისი

ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

6. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, სასამართლოს განჩინება ძალას კარგავს:

ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში

შესვლისას;

ბ) მოსარჩელის მიერ სარჩელზე ან ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის

მომენტიდან;

გ) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული

აქტის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის მომენტიდან.

7. თუ შეჩერებული ადმინისტრაციული აქტი აღსრულებულია, სასამართლოს

შეუძლია გააუქმოს ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით

მიღებული გადაწყვეტილება.

8. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობისას,

სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან

გააუქმოს განჩინება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

მუხლი 31. დროებითი განჩინება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან მოქმედების განხორციელების შესახებ

1. ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელებთან

დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით გამოიტანოს

განჩინება დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ადმინისტრაციული

ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედებისაგან თავის

შეკავების შესახებ.

2. მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

ასეთ შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს სასამართლოში წარდგენის ვადას. ამ

ვადის დაუცველობის შემთხვევაში დროებითი განჩინება გაუქმებულად ჩაითვლება.

13

3. მხარის შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია

განიხილოს სარჩელი ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრციული აქტი კანონსაწინააღმდეგოა, სასამართლო ამ კოდექსის

22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას

ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

2. თუ ადმინისტრაციული აქტი აღსრულებული იყო სასამართლო

გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო

გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ.

3. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ადმინისტრაციული აქტის

ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია,

მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს

ადმინისტრაციული აქტი.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების

გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს

ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა

გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად

ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

5. სასამართლოს გადაწყვეტილებას ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის

ბათილად გამოცხადების შესახებ აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიულ-

ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის

სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთოებას ან გამოიწვევს სახელმწიფო ან

ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ხარჯების მნიშვნელოვან

გაზრდას, სასამართლო უფლებამოსილია ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი

ბათილად ცნობის ნაცვლად გამოაცხადოს ძალადაკარგულად.

6. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს

იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი.

მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი

კანონსაწინააღმდეგოა ან დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

გამოცემის ვადა, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან

დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ

ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის

მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

გამოცემის ვადას.

2. სასამართლო უფლებამოსილია თვითონ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, თუ

მისი გამოცემა არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას და

14

საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ

უფლებამოსილებას.

თავი IX

აპელაცია და კასაცია

მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრის დასაშვებობა სააპელაციო და საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში

დასაშვებია მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის

მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

თავი X

დასკვნითი დებულება

მუხლი 35. კოდექსის ამოქმედება ეს კოდექსი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2352_რს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169-სსმI, №7, 08.03.2000წ.,

მუხ.10

2.საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567-სსმI, №39, 10.11.2000წ.,

მუხ.111

3.საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925-სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60

4.საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063-სსმI, №26, 01.10.2001წ.,

მუხ.110

5.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ.,

მუხ124