关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决书 按司法管辖区搜索

格鲁吉亚

GE005

返回

საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ 1999 წლის 22 ივნისი

 საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

საქართველოს კანონი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის _ ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის რეგისტრაციასთან, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტეგრალური მიკროსქემა (შემდგომში - იმს) - ელექტრონული ფუნქციის შემსრულებელი ნაკეთობა დასრულებული ან შუალედური ფორმით, რომლის ელემენტები, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთება განუყოფლადაა ფორმირებული ნაკეთობის მასალის მოცულობაში ან/და ზედაპირზე; ბ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია (შემდგომში - ტოპოლოგია) - იმს-ის ელემენტთა, რომელთაგან ერთი მაინც აქტიურია, და მათ შორის არსებული ზოგიერთი ან ყველა ურთიერთშეერთების რაიმე სახით გამოსახული სამგანზომილებიანი განლაგება, ან იმს-ის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგება; გ) მოწმობა ტოპოლოგიაზე (შემდგომში - მოწმობა) - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული, ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაცემული და მისი განსაკუთრებული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განაცხადი - ტოპოლოგიის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე) "საქპატენტი" - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებს; ვ) სააპელაციო პალატა - "საქპატენტთან" არსებული, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო.

მუხლი 3. განსაკუთრებული უფლების წარმოქმნა

1. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება წარმოიქმნება "საქპატენტში" მისი რეგისტრაციით.

2. რეგისტრირებული ტოპოლოგიის მფლობელის სახელზე გაიცემა მოწმობა.

მუხლი 4. განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა

ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს "საქპატენტში" ტოპოლოგიის რეგისტრაციის თარიღიდან.

მუხლი 5. ტოპოლოგიის ორიგინალობა

1. ამ კანონის თანახმად რეგისტრირდება ორიგინალური ტოპოლოგია. 2. ტოპოლოგია ორიგინალურია, თუ ის შეიქმნა ინტელექტუალური

შემოქმედებითი შრომის შედეგად და არ იყო საყოველთაოდ ცნობილი შექმნის თარიღისათვის.

3. ტოპოლოგია, რომელიც შედგება მისი შექმნის თარიღისათვის ცნობილი ელემენტებისაგან, ითვლება ორიგინალურად, თუ წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგს და მთლიანობაში არ არის ცნობილი.

4. ტოპოლოგია ორიგინალურად ითვლება საპირისპიროს დამტკიცებამდე. 5. ტოპოლოგიის გამოყენება ტოპოლოგიის ავტორის მიერ (ან სხვა პირის მიერ,

რომელსაც განაცხადის შეტანის თარიღისათვის მოწმობის მიღების უფლება აქვს), ან მესამე პირის მიერ, რომლისთვისაც აღნიშნული ტოპოლოგია ავტორისაგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გახდა ხელმისაწვდომი, განაცხადის მიწოდების თარიღამდე 2 წლის განმავლობაში არ მოქმედებს ტოპოლოგიის ორიგინალობაზე. სხვა შემთხვევაში ტოპოლოგია არ მიიჩნევა ორიგინალურად.

მუხლი 6. ტოპოლოგიის ავტორი (თანაავტორი)

1. ტოპოლოგიის ავტორად (შემდგომში- ავტორი) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა ტოპოლოგია.

2. თუ ტოპოლოგია შექმნილია რამდენიმე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის შედეგად, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაავტორად.

3. ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოწმობაში მისი სახელის მითითება.

მუხლი 7. მოწმობის მიღების უფლება

1. მოწმობის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. 2. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ ტოპოლოგიაზე

მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა ავტორს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს დანარჩენი ავტორების მიერ მოწმობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სპეციალური დავალებით შემუშავებულ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ მას და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ მოწმობის მიღების უფლება სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მოითხოვოს დამატებითი ფარდი გასამრჯელო.

5. თუ ტოპოლოგია შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას, მოწმობის მიღების უფლება განისაზღვრება შესაბამისად დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით.

მუხლი 8. განსაკუთრებული უფლების ფარგლები და დარღვევა

1. ტოპოლოგიის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ტოპოლოგია ან აკრძალოს მისი გამოყენება. ამასთან, განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის განხორციელების იდეაზე, ხერხზე, სისტემაზე, ტექნოლოგიაზე ან კოდირებულ ინფორმაციაზე.

2. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად მიიჩნევა შემდეგ ქმედებათა უნებართვო განხორციელება:

ა) მთლიანად ტოპოლოგიის ან მისი ნაწილის (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არ არის ორიგინალური) ასლის გადაღება მის საფუძველზე იმს-ის შექმნის ან სხვა მიზნით;

ბ) ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის გამოყენება, იმპორტირება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან სამეურნეო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.

მუხლი 9. გამაფრთხილებელი აღნიშვნა

ტოპოლოგიის მფლობელს შეუძლია იმს-ზე ან მის შემცველ ნაკეთობაზე გამოსახოს სპეციალური გამაფრთხილებელი აღნიშვნა, რომელიც მოიცავს: ა) წრეში ჩასმულ ასო "T"-ს; ბ) ტოპოლოგიის რეგისტრაციის თარიღს; გ) ტოპოლოგიის მფლობელის დასახელებას.

მუხლი 10. გამოყენება, რომელიც განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ მიიჩნევა

1. ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) ტოპოლოგიის, მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის ან ამ იმს-ის შემცველი

ნაკეთობის გამოყენება პირადი მიზნებისათვის მოგების მიღების გარეშე, აგრეთვე ანალიზის, კვლევის ან სწავლების მიზნით;

ბ) ტოპოლოგიის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით გავრცელებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი იმს-ის ან ამ იმს-ის შემცველი ნაკეთობის შემდგომი გავრცელება;

გ) ნებისმიერი ქმედება უნებართვოდ გამეორებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი იმს-ის მიმართ, აგრეთვე ამ იმს-ის შემცველი ნაკეთობის მიმართ, იმ შემთხვევებში, როდესაც პირმა ასეთ ქმედებათა განხორციელებისას არ იცოდა და იმს-ის ან ნაკეთობის შეძენისას არც შეიძლებოდა გარემოებათა გამო სცოდნოდა უნებართვოდ გამეორებული ტოპოლოგიის შესახებ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მიიღებს დასაბუთებულ შეტყობინებას ტოპოლოგიის უნებართვო გამოყენების შესახებ, მას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება არსებული მარაგის ან შეკვეთილი პროდუქციის მიმართ, ამასთან, იგი ვალდებულია ტოპოლოგიის მფლობელს აუნაზღაუროს გონივრული გასამრჯელო, რომელიც გადახდილი იქნებოდა ასეთი ტოპოლოგიის გამოყენებაზე ლიცენზიის ნებაყოფლობით შეძენის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ქმედებათა განხორციელება არ მიიჩნევა ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად შემდეგ შემთხვევებში:

ა) სხვა პირის მიერ ოფიციალურ ბიულეტენში რეგისტრირებული

ტოპოლოგიის გამოქვეყნებამდე დამოუკიდებლად შემუშავებული იდენტური ორიგინალური ტოპოლოგიის გამოყენება;

ბ) სხვა პირის მიერ გაუმჯობესებული ტოპოლოგიის შექმნა ცნობილი ტოპოლოგიის გამოკვლევის საფუძველზე, თუ ახლად შექმნილი ტოპოლოგია აკმაყოფილებს ორიგინალობის მოთხოვნებს.

მუხლი 11. განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა

1. განაცხადის "საქპატენტში" შეტანა ხდება უშუალოდ ავტორის ან მისი უფლებამონაცვლის (შემდგომში - განმცხადებლის) ან მათი წარმომადგენლის მიერ.

2. უცხო ქვეყნის პირები ან მათი წარმომადგენლები "საქპატენტთან" ურთიერთობას წარმართავენ "საქართველოს საპატენტო კანონის" 65-ე მუხლის შესაბამისად.

3. განაცხადი უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ ტოპოლოგიას. 4. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) დადგენილი წესით შედგენილ განცხადებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება), მისამართი და მიმოწერის მისამართი, ან წარმომადგენლის სრული სახელი და მისამართი, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ;

ბ) ტოპოლოგიის სრულად ამსახველ მასალებს, რეფერატის ჩათვლით; გ) განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის

დამადასტურებელ საბუთს; დ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ

მინდობილობას, თუ განაცხადის შეტანა ხდება წარმომადგენლის მიერ. 5. განაცხადი "საქპატენტში" შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც

წარდგენილია განცხადება ტოპოლოგიის რეგისტრაციის თაობაზე და ტოპოლოგიის სრულად ამსახველი მასალები, რეფერატის ჩათვლით.

მუხლი 12. განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა

1. "საქპატენტი" ატარებს განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შედეგადაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მოწმობის გაცემის თაობაზე.

2. "საქპატენტი" განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, "საქპატენტი" იღებს გადაწყვეტილებას ტოპოლოგიის რეგისტრაციის შესახებ.

4. ტოპოლოგიის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, "საქპატენტი" აწარმოებს ტოპოლოგიის რეგისტრაციას "ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიების რეესტრში", გასცემს მოწმობას და აქვეყნებს მონაცემებს "საქპატენტის" ოფიციალურ ბიულეტენში.

5. მონაცემების გამოქვეყნებამდე განმცხადებელს უფლება აქვს "საქპატენტის" მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შეავსოს, დააზუსტოს და შეასწოროს განაცხადის მასალები.

6. განაცხადის განხილვისას "საქპატენტს" შეუძლია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა და განაცხადში ცვლილებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია მისი განხილვა.

7. განაცხადის ექსპერტიზასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13. საფასური

1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, ტოპოლოგიის რეგისტრაციის, მოწმობის გაცემის, მონაცემების გამოქვეყნების, ძალაში შესანარჩუნებელი წლიური და სხვა იურიდიულად მნიშვნელოვანი ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დასაშვებია საფასურის გადასინჯვა საერთაშორისო ნორმების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწინებით.

მუხლი 14. უფლებათა გადაცემა

1. ტოპოლოგიის მფლობელს შეუძლია ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემა.

2. ტოპოლოგიის მფლობელს უფლება აქვს გასცეს სხვა პირზე ლიცენზია ტოპოლოგიის გამოყენებაზე. ლიცენზიის გაცემა და რეგისტრაცია ხორციელდება "საქართველოს საპატენტო კანონის" 59-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად.

3. დასაშვებია იძულებითი ლიცენზიის გაცემა ტოპოლოგიის გამოყენებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება ნაკარნახევია სახელმწიფო არაკომერციული ინტერესებით ან განპირობებულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსაკვეთად მიმართული სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით.

მუხლი 15. დავა

1. ტოპოლოგიის მფლობელს ან დაინტერესებულ პირს უფლება აქვს "საქპატენტის" ან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივროს "საქართველოს საპატენტო კანონის" 68_69-ე მუხლების შესაბამისად.

2. ტოპოლოგიის მფლობელს განსაკუთრებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) იმ ქმედებათა შეწყვეტა, რომლებიც არღვევენ უფლებებს ან ქმნიან მათი დარღვევის საფრთხეს;

ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; გ) კომერციული მიზნით გამოყენებული ტოპოლოგიის საფუძველზე შექმნილი

იმს-ის ჩამორთმევა ან განადგურება.

მუხლი 16. კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა

უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები სარგებლობენ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.

მუხლი 17. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი.