关于知识产权 知识产权培训 树立尊重知识产权的风尚 知识产权外联 部门知识产权 知识产权和热点议题 特定领域知识产权 专利和技术信息 商标信息 工业品外观设计信息 地理标志信息 植物品种信息(UPOV) 知识产权法律、条约和判决 知识产权资源 知识产权报告 专利保护 商标保护 工业品外观设计保护 地理标志保护 植物品种保护(UPOV) 知识产权争议解决 知识产权局业务解决方案 知识产权服务缴费 谈判与决策 发展合作 创新支持 公私伙伴关系 人工智能工具和服务 组织简介 与产权组织合作 问责制 专利 商标 工业品外观设计 地理标志 版权 商业秘密 WIPO学院 讲习班和研讨会 知识产权执法 WIPO ALERT 宣传 世界知识产权日 WIPO杂志 案例研究和成功故事 知识产权新闻 产权组织奖 企业 高校 土著人民 司法机构 遗传资源、传统知识和传统文化表现形式 经济学 性别平等 全球卫生 气候变化 竞争政策 可持续发展目标 前沿技术 移动应用 体育 旅游 PATENTSCOPE 专利分析 国际专利分类 ARDI - 研究促进创新 ASPI - 专业化专利信息 全球品牌数据库 马德里监视器 Article 6ter Express数据库 尼斯分类 维也纳分类 全球外观设计数据库 国际外观设计公报 Hague Express数据库 洛迦诺分类 Lisbon Express数据库 全球品牌数据库地理标志信息 PLUTO植物品种数据库 GENIE数据库 产权组织管理的条约 WIPO Lex - 知识产权法律、条约和判决 产权组织标准 知识产权统计 WIPO Pearl(术语) 产权组织出版物 国家知识产权概况 产权组织知识中心 产权组织技术趋势 全球创新指数 世界知识产权报告 PCT - 国际专利体系 ePCT 布达佩斯 - 国际微生物保藏体系 马德里 - 国际商标体系 eMadrid 第六条之三(徽章、旗帜、国徽) 海牙 - 国际外观设计体系 eHague 里斯本 - 国际地理标志体系 eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange 调解 仲裁 专家裁决 域名争议 检索和审查集中式接入(CASE) 数字查询服务(DAS) WIPO Pay 产权组织往来账户 产权组织各大会 常设委员会 会议日历 WIPO Webcast 产权组织正式文件 发展议程 技术援助 知识产权培训机构 COVID-19支持 国家知识产权战略 政策和立法咨询 合作枢纽 技术与创新支持中心(TISC) 技术转移 发明人援助计划(IAP) WIPO GREEN 产权组织的PAT-INFORMED 无障碍图书联合会 产权组织服务创作者 WIPO Translate 语音转文字 分类助手 成员国 观察员 总干事 部门活动 驻外办事处 职位空缺 采购 成果和预算 财务报告 监督
Arabic English Spanish French Russian Chinese
法律 条约 判决书 按司法管辖区搜索

格鲁吉亚

GE003

返回

საქართველოს კანონი 1999 წლის 22 ივნისი №2108–IIს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

 კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი1. კანონის მიზანი

ეს კანონი აწესრიგებს საქონლის (მომსახურების) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ”საქპატენტი“ - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს; ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი - მონაცემთა ერთობლიობა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის, აგრეთვე რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირთა შესახებ; გ) განაცხადი - ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სარეგისტრაციოდ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე უფლების მოსაპოვებლად საჭირო საბუთების ერთობლიობა; დ) განმცხადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშნვის რეგისტრაციას ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას; ე) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები - საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით.

მუხლი 3. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა

1. ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის (შემდგომში- გეოგრაფიული ადგილი) თანამედროვე ან ისტორიული სახელი გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან; ბ) რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით; გ) რომლის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში. 2. გეოგრაფიული აღნიშვნა არის სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილზე და გამოყენებულია იმ საქონლის მოსანიშნად:

ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან; ბ) რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან; გ) რომლის წარმოება ან ნედლეულის დამზადება ან დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში. 3. თუ ტრადიციული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული დასახელება მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას მოცემული გეოგრაფიული ადგილიდან საქონლის წარმოშობაზე და სრულდება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული დასახელება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებად. 4. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, ადგილწარმოშობის დასახელებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გეოგრაფიული ადგილის სახელი, სადაც საქონლის საწარმოებლად გამოიყენება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებს გარედან მიღებული ნედლეული, თუ დადგენილია ნედლეულის დამზადების გეოგრაფიული ადგილის განსხვავებული საზღვრები, მისი დამზადების პირობები და არსებობს ამ პირობების შემოწმების შესაძლებლობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ნედლეულად მიიჩნევა მხოლოდ ცოცხალი ცხოველები, რძე და ხორცი.

მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრფიული აღნიშვნის დაცვა

1. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება ”საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 2. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 3. სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია ხდება ”საქპატენტში“.

მუხლი 5. ადგილწარმოშობის დასახელება და გეგრაფიული აღრიცხვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც: ა) არ შეესაბამება ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; ბ) იქცა საქონლის გვარეობით სახელად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი სწორად მიუთითებს იმ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც მოხდა საქონლის წარმოება ან მისი ნედლეულის დამზადება ან დამუშავება; გ) შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ; დ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციას, ზნეობრივ ნორმებს; ე) ემთხვევა მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშის სახელს, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ.

მუხლი 6. ომონიმური ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა

თუ საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ან საქართველოს რომელიმე გეოგრაფიული ადგილის სახელი სხვა ქვეყანაში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმია, საქართველოში ასეთი დასახელების ან აღნიშვნის დაცვის წესი და გამოყენების პირობები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.

მუხლი 7. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე

1. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე ”საქპატენტში“ შეაქვს განმცხადებელს. 2. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას. 3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს; გ) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას; დ) იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; ე) საქონლისა და მისი ნედლეულის აღწერას ქიმიური, ფიზიკური, მიკრობიოლოგიური ან/და ორგანოლეპტიკური და სხვა მახასიათებლების ჩვენებით; ვ) საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერას, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ გეოგრაფიული საქონლის წარმოშობას; თ) საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში; ი) იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი ან თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით, ან საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან; კ) განაცხადზე ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ლ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს; მ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ”ე“, ”ვ“, ”თ“ და ”ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და მონაცემები მომზადებული და დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. ექსპერტიზა, გამოქვეყნება, რეგისტრაცია

1. ”საქპატენტი“ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-5 მუხლის ”ბ“_“ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები და ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში. 2. თუ არსებობს ამ კანონის მე-5 მუხლის ”ბ“_“ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, ”საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადის შემდგომ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ”ე“, ”ვ“, ”ზ“, ”თ“ და ”კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, განაცხადის მასალების დამატებითი შესწავლის მიზნით, განაცხადი ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს. 4. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს მე-5 მუხლის ”ბ“_“ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, ”საქპატენტი“ განაცხადის მასალებს აქვეყნებს საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში - ბიულეტენი), ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში. 5. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით ”საქპატენტში“ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია შესასწავლად ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს. 6. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით არ შემოვა არანაირი ინფორმაცია, ”საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, შეაქვს ცნობები ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში. 7. ბიულეტენში ქვეყნდება შემდეგი მონაცემები: ა) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; ბ) საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია და მისი განსაკუთრებული თვისებების აღწერა; გ) გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერა, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით; დ) განმცხადებლის სრული სახელი (სახელწოდება) და მისამართი.

8. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია უვადოა.

მუხლი 9. საფასური

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადზე ექსპერტიზის, რეესტრში ცვლილებების შეტანის, გამოქვეყნების, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური.

მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვარგარეთ რეგისტრაცია

საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა რეგისტრაციაზე წარადგინონ სხვა სახელმწიფოში მხოლოდ მათი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ.

მუხლი 11. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები

1. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე, აკრძალულია: ა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ საქონელთან კავშირში, რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქონელი რეგისტრირებული საქონლის მსგავსია; ან ამ რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას; ბ) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ისეთი გამოყენება, რომელიც სიტყვა-სიტყვით, ზუსტად მიუთითებს საქონლის წარმოების, მისი ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ ქმნის მცდარ წარმოდგენას საქონლის წარმოშობის შესახებ; გ) ისეთი სახელის ან სიმბოლოს გამოყენება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად როგორიცაა ”ტიპის“, ”სტილის“, ”მსგავსი“, ”ნაირი“, ”მეთოდით“ და ა.შ.; დ) საქონლის შეფუთვაზე, საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ან რეკლამაში ისეთი სიმბოლოს გამოყენება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი საქონლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ; ე) საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი მისი წარმოშობის შესახებ. 2. თუ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეიცავს საქონლის გვარეობით სახელს, გვარეობითი სახელის გამოყენებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის აკრძალვები. 3. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა არ შეიძლება გადაიქცეს გვარეობით სახელად.

მუხლი 12. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება

1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს ნედლეულს, ან აქვს მოქმედი საწარმო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამის გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში და წარმოებული საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილით ან დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან, შეუძლია ”საქპატენტში“

წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე უფლების მოსაპოვებლად. 2. მონაცემები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ ”საქპატენტს“ შეაქვს რეესტრში. 3. გამოყენების უფლება შეიძლება გადაისინჯოს შემოწმების საფუძველზე. შემოწმების წესი და პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. აკრძალულია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნული სახელის გამოყენების უფლების მქონე პირად.

მუხლი 13. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება

1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ: ა) რეგისტრაცია მოხდა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) მოცემული გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების ან ადამიანის ფაქტორის შეცვლის ან გაქრობის გამო, შეუძლებელია ისეთი საქონლის წარმოება, რომელსაც ექნება რეესტრში აღნიშნული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები. 2. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა შეწყდება შესაბამისი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

მუხლი 14. ურთიერთობა ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის

1. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე ”საქპატენტში“ განაცხადის შეტანის შემდეგ ”საქპატენტში“ შევა განაცხადი სასაქონლო ნიშანზე, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია ან მსგავსია, და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმის წარმოება შეჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 2. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე ”საქპატენტში“ განაცხადის შეტანისას ”საქპატენტში“ უკვე შესულია განაცხადი სასაქონლო ნიშანზე, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია ან მსგავსია, მაგრამ არ არის გამოტანილი გადაწყვეტილება ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმის წარმოება შეჩერდება

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 3. თუ ”საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით შეჩერებულ სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმის წარმოება გაგრძელდება, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ განაცხადის შეტანის თარიღის შენარჩუნებით. 4. თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ან მისი რეგისტრაციით დაირღვა ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასამართლოში სარჩელის შეტანა დასაშვებია ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევის ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან 5 წლის ვადაში, თუ ამ დღისათვის სასაქონლო ნიშანი უკვე გამოქვეყნებული იყო და ეს თარიღი უფლებების დარღვევის აღიარებულად ცნობაზე ადრინდელია. 5. თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა ირღვევა ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, რომელიც რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციამდე, დაინტერესებულ პირს ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევის აღიარების დღიდან 5 წლის ვადაში შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ასეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. მხარეებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს დროებით, მაგრამ არა უმეტეს რეგისტრაციის მოქმედების ვადისა. 6. თუ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულ იქნა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით, ასეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და მისი კეთილსინდისიერი გამოყენება არ წყდება, თუ რეგისტრაცია მოხდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის ქვეყანაში დაცვამდე ან ამ კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, სასაქონლო ნიშნისა და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის თანაარსებობამ არ უნდა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ. 8. ამ კანონის მე-11 მუხლი არ გამოიყენება ისეთი სასაქონლო ნიშნის მიმართ, რომელიც სულ მცირე 10 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოიყენებოდა 1994 წლის 15 აპრილამდე (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებაზე ხელმოწერის დღემდე). 9. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაციის, მისი ცნობილობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით დასაშვებია არ მოხდეს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია, თუ ასეთი რეგისტრაცია მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის შესახებ.

მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა

ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. სარჩელით წაყენებული მოთხოვნები

ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობის უფლების მქონე პირს შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი უფლებების დამრღვევის წინააღმდეგ და მოითხოვოს: ა) უფლებების დამრღვევი მოქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლისა და უშუალოდ ამ საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მოწყობილობის ჩამორთმევა და განადგურება; დ) რეგისტრირებული სახელის შემცველი ყველა ეტიკეტის, ნახატის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ”საქპატენტის“ მიერ შემუშავდეს და დადგენილი წესით დამტკიცდეს ინსტრუქცია ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ”საქპატენტში“ განაცხადის წარდგენასთან, განხილვასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. 2. ”საქპატენტმა“ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1999 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს დებულება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრების დადგენის, საქონლის მახასიათებლების გეოგრაფიულ ადგილთან კავშირის შესწავლის, დადგენისა და კონტროლის შესახებ. 3. ”საქპატენტმა“ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1999 წლის 1 ოქტომბრამდე მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ქვეყანაში წარმოებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ჩამონათვალი მათი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებში გათვალისწინების მიზნით.

მუხლი 18. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი. N 2108 - IIს