Propiedad intelectual Formación en PI Respeto por la PI Divulgación de la PI La PI para... La PI y… La PI en… Información sobre patentes y tecnología Información sobre marcas Información sobre diseños industriales Información sobre las indicaciones geográficas Información sobre las variedades vegetales (UPOV) Leyes, tratados y sentencias de PI Recursos de PI Informes sobre PI Protección por patente Protección de las marcas Protección de diseños industriales Protección de las indicaciones geográficas Protección de las variedades vegetales (UPOV) Solución de controversias en materia de PI Soluciones operativas para las oficinas de PI Pagar por servicios de PI Negociación y toma de decisiones Cooperación para el desarrollo Apoyo a la innovación Colaboraciones público-privadas Herramientas y servicios de IA La Organización Trabajar con la OMPI Rendición de cuentas Patentes Marcas Diseños industriales Indicaciones geográficas Derecho de autor Secretos comerciales Academia de la OMPI Talleres y seminarios Observancia de la PI WIPO ALERT Sensibilizar Día Mundial de la PI Revista de la OMPI Casos prácticos y casos de éxito Novedades sobre la PI Premios de la OMPI Empresas Universidades Pueblos indígenas Judicatura Recursos genéticos, conocimientos tradicionales y expresiones culturales tradicionales Economía Igualdad de género Salud mundial Cambio climático Política de competencia Objetivos de Desarrollo Sostenible Tecnologías de vanguardia Aplicaciones móviles Deportes Turismo PATENTSCOPE Análisis de patentes Clasificación Internacional de Patentes ARDI - Investigación para la innovación ASPI - Información especializada sobre patentes Base Mundial de Datos sobre Marcas Madrid Monitor Base de datos Artículo 6ter Express Clasificación de Niza Clasificación de Viena Base Mundial de Datos sobre Dibujos y Modelos Boletín de Dibujos y Modelos Internacionales Base de datos Hague Express Clasificación de Locarno Base de datos Lisbon Express Base Mundial de Datos sobre Marcas para indicaciones geográficas Base de datos de variedades vegetales PLUTO Base de datos GENIE Tratados administrados por la OMPI WIPO Lex: leyes, tratados y sentencias de PI Normas técnicas de la OMPI Estadísticas de PI WIPO Pearl (terminología) Publicaciones de la OMPI Perfiles nacionales sobre PI Centro de Conocimiento de la OMPI Informes de la OMPI sobre tendencias tecnológicas Índice Mundial de Innovación Informe mundial sobre la propiedad intelectual PCT - El sistema internacional de patentes ePCT Budapest - El Sistema internacional de depósito de microorganismos Madrid - El sistema internacional de marcas eMadrid Artículo 6ter (escudos de armas, banderas, emblemas de Estado) La Haya - Sistema internacional de diseños eHague Lisboa - Sistema internacional de indicaciones geográficas eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Mediación Arbitraje Determinación de expertos Disputas sobre nombres de dominio Acceso centralizado a la búsqueda y el examen (CASE) Servicio de acceso digital (DAS) WIPO Pay Cuenta corriente en la OMPI Asambleas de la OMPI Comités permanentes Calendario de reuniones WIPO Webcast Documentos oficiales de la OMPI Agenda para el Desarrollo Asistencia técnica Instituciones de formación en PI Apoyo para COVID-19 Estrategias nacionales de PI Asesoramiento sobre políticas y legislación Centro de cooperación Centros de apoyo a la tecnología y la innovación (CATI) Transferencia de tecnología Programa de Asistencia a los Inventores (PAI) WIPO GREEN PAT-INFORMED de la OMPI Consorcio de Libros Accesibles Consorcio de la OMPI para los Creadores WIPO Translate Conversión de voz a texto Asistente de clasificación Estados miembros Observadores Director general Actividades por unidad Oficinas en el exterior Ofertas de empleo Adquisiciones Resultados y presupuesto Información financiera Supervisión
Arabic English Spanish French Russian Chinese
Leyes Tratados Sentencias Consultar por jurisdicción

Georgia

GE026

Atrás

საქართველოს საპატენტო კანონი, N 1791 IIს, 1999 წლის 5 თებერვალი

 საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს საპატენტო კანონი

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მოქმედების სფერო (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ეს კანონი აწესრიგებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2 ტერმინთა განმარტება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური

საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი); (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ბ) საერთაშორისო ბიურო _ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო;

გ) პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);

დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება _ 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს);

ე) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ე1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ზ) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს პატენტს; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

კ) საერთაშორისო განაცხადი _ საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი;

ლ) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

პ) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ჟ) დეპოზიტარიუმი _ უფლებამოსილი ორგანიზაცია, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა.

რ) სამედიცინო პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, აქტიური ნივთიერება ან აქტიურ ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის, აგრეთვე ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 3 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 4 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 5 გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა (4.05.2010. N3031

ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) 1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის

შეტანის თარიღიდან. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

4. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

5. ისეთი გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა, რომელიც ეხება სამედიცინო პროდუქტს, რომლის ქართულ ბაზარზე დაშვებისათვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, პატენტის მფლობელის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს იმ დამატებითი ვადით, რომელიც გასულია საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა. განცხადება პატენტის მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნის შესახებ პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან ერთი წლის ვადაში. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 6 დაცვის ფარგლები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა.

2. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 7 გამოგონების გასაიდუმლოება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. გამოგონებაზე, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაიდუმლოებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე, პატენტს საქპატენტი გასცემს მხოლოდ მისი განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე)

2. გამოგონების გასაიდუმლოება დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, ამ პუნქტით დადგენილი ვადით. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ამოღებულია 4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე)

4. გამომგონებელს გამოგონების გასაიდუმლოების შემთხვევაში ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი II ”საქპატენტი“

მუხლი 8. საქპატენტი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით. 4. საქპატენტზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის

შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. 5. საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის

წინაშე.

მუხლი 81. ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება (26.10.2010. N3741)

1. საქპატენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტები.

2. საქპატენტის თავმჯდომარის ნორმატიული აქტია საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება.

3. საქპატენტის თავმჯდომარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 9. სააპელაციო პალატა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტთან არსებობს სააპელაციო პალატა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს.

2. სააპელაციო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.

მუხლი 10 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 11. საქპატენტის ბიუჯეტი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი ფინანსდება: ა) საქპატენტის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებიდან

მიღებული შემოსავლით; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული

შემოსავლით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ

შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული

მომსახურების საფასურს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება საქპატენტის ანგარიშზე,

რომელსაც განკარგავს მხოლოდ საქპატენტი. საქპატენტის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ბიუჯეტში.

4. საქპატენტი ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საქპატენტის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დასაშვებია წლის განმავლობაში საქპატენტის მიერ გამოუყენებელი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.

6. საქპატენტის ბიუჯეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.

7. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

თავი III პატენტუნარიანობა

მუხლი 12 გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. გამოგონება პატენტუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. გამოგონებას აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის პრიორიტეტის თარიღისთვის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) (2.07.2010 N 3278)

4. გამოგონება სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი დამზადება ან მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში გამოყენება. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

5. ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) (2.07.2010 N 3278)

6. სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულის გარდა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის სიახლეც დგინდება, და ისინი გამოქვეყნდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))(2.07.2010 N 3278)

7. საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის მისაღებად შეტანილ განაცხადებში მითითებული მონაცემები, რომლებიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

8. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 13 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 14 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 15. ინფორმაციის გახსნა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება ტექნიკის დონეს, არ მოახდენს გავლენას განაცხადში წარმოდგენილი ობიექტის პატენტუნარიანობაზე, თუ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა გამოგონების პატენტზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის განმავლობაში: (2.07.2010 N 3278)

ა) გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ;

ბ) თუ გამოგონებაზე ინფორმაცია მესამე პირისათვის გახსნილია, პირდაპირ ან ირიბად კონფიდენციალობის დაცვის პირობით;

გ) მესამე პირის მიერ გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად.

მუხლი 16. ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. გამოგონებად არ მიიჩნევა: ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი; ბ) მხატვრული ქმნილება; გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა; დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა,

გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები; ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი; ვ) ნაგებობის, შენობის, ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი და სქემა; ზ) ინფორმაციის წარდგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა

პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.

მუხლი 17 ობიექტები, რომლებზედაც არ გაიცემა პატენტი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

პატენტი არ გაიცემა: ა) გამოგონებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს; (4.05.2010.

N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) ბ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება ადამიანებისა და ცხოველებისათვის

გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

გ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

დ) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ე) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი IV

გამომგონებელი და პატენტის მფლობელი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 18 გამომგონებელი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. გამომგონებლის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

4. თუ გამოგონება შექმნა რამდენიმე პირმა, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაგამომგონებლად. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

5. თანაგამომგონებელთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში თანაგამომგონებლები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 19. პატენტის მიღების უფლება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტის მიღების უფლება აქვს გამომგონებელს ან მის უფლებამონაცვლეს. 2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილ გამოგონებაზე განაცხადის შეტანის უფლება

აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადებს დაუდგინდათ ერთი და იგივე პრიორიტეტი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.

5. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. თუ გამოგონების შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ

დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა გამოგონების შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, ხოლო დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს ეკუთვნის ამ გამოგონებაზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 20 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 21 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 22 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი V განაცხადის წარდგენა

მუხლი 23 განაცხადის წარდგენა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1 . განაცხადს საქპატენტს წარუდგენს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

4. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

5. განაცხადის წარდგენა ხდება ”საქპატენტში“ საგანაცხადო მასალების უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით.

6. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასევე პატენტრწმუნებული, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

7. პატენტრწმუნებულების რეგისტრაციის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

8. განაცხადის ფორმა და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია) (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს

გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 24. განაცხადი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე; ბ) გამოგონების აღწერილობას; გ) გამოგონების ფორმულას; დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების

არსის ასახსნელად; ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. 2. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს

წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

3. თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე.

5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი საგანაცხადო მასალები წარდგენილად არ მიიჩნევა.

მუხლი 25 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 26 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 27. განაცხადის შეტანის თარიღი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

განაცხადი შეტანილად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება პატენტის მიღების თაობაზე, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა და ნახაზები, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში.

მუხლი 28 გამოგონების ერთიანობა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს ერთიანობის მოთხოვნას, კერძოდ, განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გამოგონებას ან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 29. განაცხადების გაერთიანება და დაყოფა 4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე)

1. განმცხადებელს უფლება აქვს: ა) დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს

გამოცალკევებული განაცხადი; ბ) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად

გამოცალკევებულ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაერთიანებულ განაცხადს უნარჩუნდება თითოეული განაცხადის პრიორიტეტი.

4. გამოცალკევებული ან გაერთიანებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 30 პრიორიტეტი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში.(4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განაცხადის საქპატენტში შეტანა საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით, მას შეუძლია აღნიშნული განაცხადი შეიტანოს შემდგომი 2 თვის ვადაში. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო ან საგამო- ფენო პრიორიტეტით, ვალდებულია:

ა) ამის შესახებ მიუთითოს საქპატენტში განაცხადის წარდგენისთანავე ან განაცხადის წარდგენიდან 4 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 16 თვისა მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან; (2.07.2010 N 3278)

ბ) საქპატენტში წარადგინოს შესაბამისი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დღიდან 3 თვის ვადაში. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს: ა) ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის

თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი, შეტანილ იქნა უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში. განმცხადებელმა ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს საქპატენტში განაცხადის წარდგენისთანავე ან განაცხადის წარდგენიდან 4 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 16 თვისა მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა; (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) (2.07.2010 N 3278)

გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისათვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობები. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

6. განაცხადს პრიორიტეტი არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 31 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი VI საპატენტო ექსპერტიზა და

პატენტის გაცემა

მუხლი 32. განაცხადის ექსპერტიზა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.

2. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას.

3. ექსპერტიზის მსვლელობისას საქპატენტს შეუძლია მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა, ან განმარტების წარმოდგენა, რომლის გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება და საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება. განმცხადებელმა საქპატენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს შეტყობინების მიღების დღიდან 2 თვის ვადაში. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 33. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში.

2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული მასალა წარადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში.

3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა.

4. თუ გამოგონების აღწერილობაში მითითებულია ნახაზები, რომლებიც არ ერთოდა განაცხადს, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული ნახაზები წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ნახაზების დადგენილ ვადაში წარდგენისას განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული ნახაზების მიღების დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა ნახაზების გარეშე წარდგენილი საგანაცხადო მასალების მიღების თარიღი, ხოლო ნებისმიერი მითითება ნახაზებზე ამოღებულად მიიჩნევა.

მუხლი 34. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე.

2. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.

მუხლი 35 არსობრივი ექსპერტიზა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც ხდება განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენა და ტექნიკის დონის განსაზღვრა. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

11. განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენისას არსობრივად მოწმდება გამოგონების ფორმულა, აღწერილობა და გამოგონების ერთიანობა, ასევე დარღვეულია თუ არა ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნები. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

12. ტექნიკის დონის განსაზღვრისას საქპატენტი ატარებს კვლევას და სიახლის ექსპერტიზას. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

13. თუ ექსპერტს შეექმნა სრული შთაბეჭდილება, რომ გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან, საქპატენტი ექსპერტის წინადადების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე, რის საფუძველზედაც საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

2. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 36. განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების მიღების პროცედურა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის მიმდინარეობისას საქპატენტი

განმცხადებელს უგზავნის: ა) გადაწყვეტილებას განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენის

შესახებ; ბ) ტექნიკის დონის კვლევის შედეგებს (კვლევის ანგარიში); გ) ტექნიკის დონის შესახებ დასკვნას, სიახლის ექსპერტიზის შედეგების

გათვალისწინებით; დ) გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.

მუხლი 37 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 38 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 39 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 40. დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ და

გამოქვეყნება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს, გამოგონების რეფერატს და გამოფენს საგანაცხადო მასალებს გასაცნობად.

2. პატენტის გაცემის შესახებ ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში საქპატენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს, გამოგონების რეფერატს და გამოფენს საგანაცხადო მასალებს გასაცნობად.

მუხლი 401. გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობასა და ფორმულაში ცვლილებების შეტანა მექანიკური შეცდომების გასწორების მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილებები ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

მუხლი 402. ინფორმაციის გამჟღავნება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

საქპატენტში წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა განმცხადებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამჟღავნებისა) საქპატენტის მიერ ბიულეტენში მისი მონაცემების გამოქვეყნებამდე იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 403. სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილებები ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.

2. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს საპატენტო ექსპერტიზის გადაწყვეტილება, თუ დაირღვა ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნები ან გამოგონება არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის 12

და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ სიახლისა და საგამომგონებლო დონის კრიტერიუმებს. ამასთანავე, დაუშვებელია საპატენტო ექსპერტიზის

გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით, რომლითაც სასამართლოში მიმდინარეობს საქმის წარმოება ან/და რომელზედაც გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება.

3. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სააპელაციო პალატას, შეაფასოს პატენტუნარიანობის ის კრიტერიუმები, რომლებზედაც არ უმსჯელია ექსპერტს საპატენტო ექსპერტიზის ჩატარებისას, და ამის საფუძველზე მოითხოვოს პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო პალატის მიერ პატენტუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისას გაითვალისწინება მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც ეფუძნება შესაბამის დოკუმენტებს.

4. სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

5. სააპელაციო პალატა იხილავს საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში.

მუხლი 404. ინტერესთა კონფლიქტი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. დაუშვებელია განაცხადი შეიტანოს: ა) ფიზიკურმა პირმა, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საქპატენტში

განაცხადის შეტანამდე 12 თვით ადრე; ბ) იურიდიულმა პირმა, რომლის წევრი, პარტნიორი, აქციონერი ან

ხელმძღვანელი არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. 2. დაუშვებელია პატენტის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი

დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.

3. დაუშვებელია პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც საქპატენტში მუშაობს ან მუშაობდა ექსპერტად პატენტრწმუნებულად რეგისტრაციამდე 12 თვით ადრე ან არის საქპატენტის ექსპერტის პირველი რიგის ნათესავი.

მუხლი 41 პატენტის გაცემა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი არეგისტრირებს პატენტს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და გასცემს საპატენტო სიგელს, თუ: (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ა) ამ კანონის 403 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში შეტანილი არ იქნება საჩივარი;

ბ) ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ;

გ) სასამართლო გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.

2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს საქპატენტი. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის მონაცემებს. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

4. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 42. უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ: ა) განაცხადი ეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად გამოგონებად არ მიიჩნევა;

ბ) განაცხადი ეხება გამოგონებას, რომელზედაც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა;

გ) გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს; დ) გამოგონება ამ კანონის 35-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ

შემთხვევაში არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს; ე) განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით

გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ვ) განაცხადი გამოგონების ფორმულისა და აღწერილობის მიხედვით არ

იძლევა ამ კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად დაცვის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას.

2. თუ უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე ეხება განაცხადის მხოლოდ ნაწილს, მაშინ გამოგონების ფორმულის შესაბამისი მუხლები ამოღებულად მიიჩნევა.

მუხლი 421. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება იმ საფუძვლით, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.

2. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) წერილობითი დასაბუთება, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს;

ბ) ყველა იმ ადრე გაცემული პატენტის ან პუბლიკაციის ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა დასაბუთებისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილია უცხოურ ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა.

3. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.

4. საქპატენტი გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაუქმებაზე უარის თქმის ან პატენტის სრული ან ნაწილობრივი გაუქმების შესახებ.

5. მონაცემები პატენტის სრული ან ნაწილობრივი გაუქმების შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში და რეგისტრირდება რეესტრში.

6. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

მუხლი 43 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 44 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 45. განაცხადის გამოთხოვა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადის გამოსაქვეყნებლად გადაცემამდე გამოითხოვოს იგი.

მუხლი 46. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს:

ა) განაცხადის განხილვის შეჩერება; ბ) წარდგენილ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანა, თუ ეს

ცვლილებები არ სცილდება გამოგონების არსს; გ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის

გაგრძელება; დ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული

უფლებების აღდგენა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

მუხლი 47. მომსახურების საფასური (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპატენტო ექსპერტიზის, გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, ყოველწლიურად პატენტის ძალის შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას.

3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

თავი VII პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის ფარგლები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 48. განსაკუთრებული უფლებების ფარგლები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.

2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:

ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;

ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება; გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა,

გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.

3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად.

4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის

გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით;

ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა

მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.

მუხლი 49 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 50 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 51 პირობითი უფლებები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით. თუ პატენტი არ იქნა გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.

მუხლი 52 განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული

პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება;

ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს;

გ) გამოგონების რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;

დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს.

მუხლი 53. წინათსარგებლობის უფლება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. (2.07.2010 N 3278)

2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს გამოგონების მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. (2.07.2010 N 3278)

3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა. 4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ

საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.

მუხლი 54. პატენტის გაუქმება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტს აუქმებს საქპატენტი: ა) პატენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე; ბ) პატენტის მფლობელის მიერ პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური

საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში; გ) გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

გაუქმებული პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხდის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასურს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია შეწყვეტილი პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი გადაიხდის პატენტის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის დღისათვის გადახდილი არ არის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური, პატენტი გაუქმებულად მიიჩნევა პატენტის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან.

4. ინფორმაცია პატენტის გაუქმებისა და მისი მოქმედების აღდგენის შესახებ შეიტანება რეესტრში.

5. პატენტის მოქმედება აღდგენილად მიიჩნევა აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.

მუხლი 55. შემდგომსარგებლობის უფლება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის მოქმედების შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანია, უფლება აქვს, განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომსარგებლობის უფლება).

მუხლი 56 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 57 პატენტის ბათილად ცნობა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტს ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი; ბ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი

იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც ამ კანონის მე-

16 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც ამ კანონის მე-17

მუხლის შესაბამისად გამოგონებად არ მიიჩნევა; ე) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომელსაც

დაუდგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;

ვ) პატენტის მფლობელს უფლება არ ჰქონდა პატენტზე ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს მისთვის პატენტის გადაცემა.

3. ინფორმაცია პატენტის ბათილად ცნობის შესახებ შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.

მუხლი 58. პატენტის ბათილად ცნობის შედეგი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

პატენტის ბათილად ცნობის შედეგად პატენტით მინიჭებული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა

თავი VIII პატენტზე უფლებების გადაცემა და კერძო

ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 59. კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.

2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.

3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. ლიცენზიაში უნდა განისაზღვროს პატენტით დაცული ობიექტის გამოყენების ფარგლები.

4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ კერძო ლიცენზიის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია.

5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.

6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.

7. კერძო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევის შესახებ, თუ პატენტის მფლობელი უფლებათა დარღვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში თვითონ არ შეიტანს სარჩელს.

8. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დარეგისტრირდეს რეესტრში.

მუხლი 60. ღია ლიცენზირება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, თუ პატენტზე არ არის გაცემული ექსკლუზიური კერძო ლიცენზია.

2. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ არაექსკლუზიური. 3. ღია ლიცენზირების რეჟიმი უფლებას აძლევს ნებისმიერ პირს, გამოიყენოს

პატენტი ღია ლიცენზირების რეჟიმით დადგენილი პირობებით. 4. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას კერძო ლიცენზიის

ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური ორჯერ მცირდება. 5. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადების შესახებ უნდა ეცნობოს

საქპატენტს, რომელიც შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

6. პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს საქპატენტს ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმება გავლენას არ ახდენს გაცემულ ღია ლიცენზიებზე.

მუხლი 601. პატენტზე უფლებების გადაცემა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.

2. განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში. 3. პატენტის ახალ მფლობელს არ შეუძლია პატენტიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდე.

მუხლი 61 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 62 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი VIII1 პატენტის გირავნობა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 621. პატენტის გირავნობა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

პატენტის გირავნობის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის მესამე კარის მეექვსე თავით გირავნობისათვის დადგენილი ნორმები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 622. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადების ფორმა და წესი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) 1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით. წერილობითი

ფორმის დაუცველობა იწვევს გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას. 2. დაუშვებელია პატენტის დაგირავება ერთდროულად რამდენიმე პირის

სასარგებლოდ. 3. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირდება საქპატენტში და

მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.

მუხლი 623. კერძო ლიცენზია დაგირავებულ პატენტზე (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება.

2. დაგირავებულ პატენტზე ლიცენზიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ მოგირავნის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

მუხლი 624. დაგირავებული პატენტის გასხვისება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. მოგირავნეს უფლება აქვს, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაასხვისოს დაგირავებული პატენტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამის თაობაზე შეატყობინებს პატენტის მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

2. დაგირავებული პატენტის გასხვისება ხდება აუქციონის გზით. 3. აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

301-ე–309-ე მუხლებით დადგენილი წესები.

4. დაგირავებულ პატენტზე განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს აქვს დაგირავებული პატენტის აუქციონის ჩატარებამდე გამოსყიდვის უპირატესი უფლება.

5. მოგირავნის მიერ პატენტის გასხვისებისას პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება.

მუხლი 625. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. მოგირავნის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დაგირავებული პატენტის აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი.

2. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი უქმდება, როცა კრედიტორი დაკმაყოფილებულია, ან აშკარაა, რომ ამ რეჟიმით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.

3. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმის განმავლობაში გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება ამ რეჟიმის გაუქმების შემდეგაც.

თავი IX ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი X ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი XI საპატენტო დავა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 68 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 681. სასამართლოსადმი მიმართვა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევად მიიჩნევა ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა, რომელიც იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

2. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებულ საპატენტო დავაში საქპატენტი, როგორც მხარე, არ მონაწილეობს.

3. განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას შესაძლებელია დადგეს დამრღვევის სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მუხლი 682. ხანდაზმულობა (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს 3 წლის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც პატენტის მფლობელისათვის ცნობილი გახდა უფლებების დარღვევის შესახებ.

მუხლი 683. სარჩელის უზრუნველყოფის წინასწარი ღონისძიებები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომლის ძალითაც მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლებები, ეკრძალება ამ კანონის 48-ე მუხლში აღნიშნული ქმედებების განხორციელება.

2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება იმ პროდუქტზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის განსაკუთრებული უფლებების დარღვევითაა დამზადებული, აგრეთვე ასეთი პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო იარაღების, დანადგარებისა და სხვა დამხმარე საშუალებების მიმართ.

მუხლი 684. პასუხისმგებლობა პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევისათვის (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1

თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) 1. პირს, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით ადგება

ზიანი, უფლება აქვს, მოითხოვოს დამრღვევის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული პროდუქტის და მისი წარმოებისათვის საჭირო იარაღების, დანადგარებისა და სხვა დამხმარე საშუალებების განადგურება იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის სხვა გზით აღმოფხვრა შეუძლებელია და თუ მართლსაწინააღმდეგოდ წარმოებული პროდუქტი დამრღვევისათვის ან განსაკუთრებულ უფლებათა მფლობელისათვის გადაცემას არ ექვემდებარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წაყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი დამზადებულია უშუალოდ იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია პატენტით დაცვის საგნად წარმოდგენილ ხერხში.

3. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეძენილია შემოსავლის მისაღებად სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით.

მუხლი 69 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 70 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 71 ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

თავი XI1 სასარგებლო მოდელი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

მუხლი 711. სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობის კრიტერიუმები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. სასარგებლო მოდელი, რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.

2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.

3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღისთვის ტექნიკის მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან. (2.07.2010 N 3278)

4. სასარგებლო მოდელი სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი სამრეწველო წესით დამზადება ან გამოყენება.

5. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადაა 10 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.

6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.

7. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის მიმდინარეობისას საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის მხოლოდ ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

8. სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას საქპატენტი კვლევას ატარებს მხოლოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადთან მიმართებით.

9. სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.

მუხლი 712. ურთიერთობა გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს შორის (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის

გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) 1. ერთი და იმავე გამოგონების განაცხადი საქპატენტში ერთმა და იმავე

განმცხადებელმა შეიძლება წარადგინოს ერთდროულად გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტანილ განაცხადებზე ექსპერტიზა ტარდება და გადაწყვეტილება მიიღება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოგონების პატენტის გაცემა იწვევს სასარგებლო მოდელის პატენტის გაუქმებას. გამოგონების პატენტის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გამოგონებას არა აქვს სიახლე, იწვევს სასარგებლო მოდელის ბათილობას. 4. პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დასაშვებია გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად და პირიქით.

თავი XII საერთაშორისო განაცხადი

მუხლი 72. საერთაშორისო განაცხადი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. ამ თავის წესები გამოიყენება იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელიც საქპატენტში წარდგენილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად.

2. საერთაშორისო განაცხადზე საქპატენტი საქმეს აწარმოებს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 73. საერთაშორისო განაცხადის სტატუსი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.

2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია საქპატენტში ამ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 74. საერთაშორისო განაცხადის წარდგენის წესი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქართველოს მოქალაქეთათვის ან საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირთათვის საქპატენტი მოქმედებს, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღები უწყება“.

2. საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. ამასთანავე, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან უწყებებში გადაგზავნის საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

3. საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

მუხლი 75. საერთაშორისო განაცხადის მიღება (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

1. საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.

2. იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს, როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.

თავი XIII გარდამავალი დებულებანი

მუხლი 76. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1

თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27)) 1. განაცხადზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის

მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის N302 დადგენილებისა და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის N303 დადგენილების შესაბამისად.

2. განაცხადზე, რომელიც საქპატენტში წარდგენილია ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული გამოგონების საავტორო მოწმობის საფუძველზე, დასაშვებია საქართველოს პატენტის გაცემა, თუ საქპატენტში მისი წარდგენის თარიღისათვის გასული არ არის 20 წელი გამოგონებაზე განაცხადის სსრ კავშირის უწყებაში წარდგენის თარიღიდან.

თავი XIV დასკვნითი დებულებანი

მუხლი 77 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ

I, 24.05.2010 N27)) 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე. 2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების

გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს ”გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და ”სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის N302 და 1992 წლის 15 მარტის N303 დადგენილებები.

21. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის N223 ბრძანებულება „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების თაობაზე. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

3. ამოღებულია (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

4. საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის N451 ბრძანებულების ამ კანონთან შესაბამისობა. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

5. საქპატენტმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ა) ამოღებულია (26.10.2010. N3741) ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან,

რეგისტრაციასთან და დეპონირ ებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები.

6. საქპატენტმა გამოსცეს (26.10.2010. N3741) დებულება პატენტრწმუნებულის შესახებ. (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

7. საქპატენტის თავმჯდომარემ გამოსცეს ინსტრუქცია „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“. (26.10.2010. N3741)

მუხლი 78 ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტების სტატუსი (4.05.2010. N3031 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე, (სსმ I, 24.05.2010 N27))

ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტები უთანაბრდება ამ კანონის მიხედვით გაცემულ პატენტებს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი, 1999 წლის 5 თებერვალი. N 1791 IIს