About Intellectual Property IP Training Respect for IP IP Outreach IP for… IP and... IP in... Patent & Technology Information Trademark Information Industrial Design Information Geographical Indication Information Plant Variety Information (UPOV) IP Laws, Treaties & Judgements IP Resources IP Reports Patent Protection Trademark Protection Industrial Design Protection Geographical Indication Protection Plant Variety Protection (UPOV) IP Dispute Resolution IP Office Business Solutions Paying for IP Services Negotiation & Decision-Making Development Cooperation Innovation Support Public-Private Partnerships AI Tools & Services The Organization Working with WIPO Accountability Patents Trademarks Industrial Designs Geographical Indications Copyright Trade Secrets WIPO Academy Workshops & Seminars IP Enforcement WIPO ALERT Raising Awareness World IP Day WIPO Magazine Case Studies & Success Stories IP News WIPO Awards Business Universities Indigenous Peoples Judiciaries Genetic Resources, Traditional Knowledge and Traditional Cultural Expressions Economics Gender Equality Global Health Climate Change Competition Policy Sustainable Development Goals Frontier Technologies Mobile Applications Sports Tourism PATENTSCOPE Patent Analytics International Patent Classification ARDI – Research for Innovation ASPI – Specialized Patent Information Global Brand Database Madrid Monitor Article 6ter Express Database Nice Classification Vienna Classification Global Design Database International Designs Bulletin Hague Express Database Locarno Classification Lisbon Express Database Global Brand Database for GIs PLUTO Plant Variety Database GENIE Database WIPO-Administered Treaties WIPO Lex - IP Laws, Treaties & Judgments WIPO Standards IP Statistics WIPO Pearl (Terminology) WIPO Publications Country IP Profiles WIPO Knowledge Center WIPO Technology Trends Global Innovation Index World Intellectual Property Report PCT – The International Patent System ePCT Budapest – The International Microorganism Deposit System Madrid – The International Trademark System eMadrid Article 6ter (armorial bearings, flags, state emblems) Hague – The International Design System eHague Lisbon – The International System of Appellations of Origin and Geographical Indications eLisbon UPOV PRISMA UPOV e-PVP Administration UPOV e-PVP DUS Exchange Mediation Arbitration Expert Determination Domain Name Disputes Centralized Access to Search and Examination (CASE) Digital Access Service (DAS) WIPO Pay Current Account at WIPO WIPO Assemblies Standing Committees Calendar of Meetings WIPO Webcast WIPO Official Documents Development Agenda Technical Assistance IP Training Institutions COVID-19 Support National IP Strategies Policy & Legislative Advice Cooperation Hub Technology and Innovation Support Centers (TISC) Technology Transfer Inventor Assistance Program WIPO GREEN WIPO's Pat-INFORMED Accessible Books Consortium WIPO for Creators WIPO Translate Speech-to-Text Classification Assistant Member States Observers Director General Activities by Unit External Offices Job Vacancies Procurement Results & Budget Financial Reporting Oversight
Arabic English Spanish French Russian Chinese
Laws Treaties Judgments Browse By Jurisdiction

Georgia

GE034

Back

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N 262 დადგენილება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N 262 დადგენილება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის დადგენილება

N 262 2010 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი

დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. ,,დიზაინის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია დიზაინის რეგისტრაციის შესახებ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის

2010 წლის 25 აგვისტოს N 262 დადგენილებით

ინსტრუქცია დიზაინის რეგისტრაციის შესახებ

თავი I ძირითადი დებულებანი

მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო ინსტრუქცია შემუშავებულია “დიზაინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად

და აწესრიგებს დიზაინის განაცხადის შედგენის, წარდგენის, ექსპერტიზისაAდა რეგისტრაციის პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი ,,დიზაინის შესახებ”; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი” (შემდგომში –

საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

გ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი; დ) რეესტრი – სამრეწველო საკუთრების რეესტრი; ე) საერთაშორისო კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის

(ისმო) სტანდარტით ST.80 დადგენილი მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ორნიშნა რიცხვითი კოდი;

ვ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის, მთავრობათაშორისი და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი.

თავი II განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი

მუხლი 3. განაცხადი 1. განაცხადი დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე (შემდგომში – განაცხადი) წარედგინება

საქპატენტს კანონის მე-11 მუხლით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. 2. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში საგანაცხადო მასალის უშუალოდ

შეტანით ან ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 4. განაცხადის ფორმა 1. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე (შემდგომში – განცხადება); ბ) დიზაინის გამოსახულებას; გ) კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში –

უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს; დ) კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში –

წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს. 2. განაცხადი დამატებით შეიძლება შეიცავდეს: ა) დიზაინის აღწერილობას, რომელიც ატარებს მხოლოდ განმარტებით ხასიათს. იგი

შეიძლება სიტყვიერად აღწერდეს დიზაინის გამოსახულებას და გამოსახულების ნიშნების თავისებურებებს;

ბ) საპრიორიტეტო საბუთს, თუ მოითხოვება საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი საქპატენტში შეაქვს თანადიზაინერს, განაცხადს უნდა დაერთოს თანადიზაინერთა სათანადოდ დამოწმებული წერილობითი თანხმობა, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დამოწმებული ასლი უნდა ერთვოდეს განაცხადს.

მუხლი 5. განცხადების ფორმა 1. განცხადება უნდა იყოს წარდგენილი საქპატენტის მიერ დადგენილი დიზაინის

რეგისტრაციის შესახებ განცხადების ბლანკზე. 2. განცხადება ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე ორ ეგზემპლარად ნაბეჭდი

სახით. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლ(ებ)ის სახელს (საერთაშორისო კოდი – 71); იურიდიული პირის

შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდებას; ბ) განმცხადებლის მისამართს ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის ქვეყნის

კოდის მითითებით; იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით;

გ) თხოვნას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ; დ) თხოვნას პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რისთვისაც განმცხადებელმა ,,X”-ით

უნდა მონიშნოს მოთხოვნილი პრიორიტეტის შესაბამისი უჯრა; ე) ადრინდელი პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი განაცხადის ნომერს

(საერთაშორისო კოდი – 31), პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი – 32) და პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდს (საერთაშორისო კოდი – 33) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში;

ვ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში დიზაინის გამოფენაზე ჩვენების თარიღს (საერთაშორისო კოდი – 23);

ზ) პროდუქტის დასახელებას, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც უნდა იყოს გამოყენებული დიზაინი (საერთაშორისო კოდი – 54);

თ) განაცხადში წარდგენილი დიზაინების რაოდენობას (საერთაშორისო კოდი – 28); ი) მიმოწერის მისამართს, ადრესატის სრულ სახელს ან დასახელებას და

საქართველოში არსებულ მისამართს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ფაქსის ნომერს (საერთაშორისო კოდი – 98);

კ) წარმომადგენლის სახელს და მისამართს, თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მეშვეობით (საერთაშორისო კოდი _–74);

ლ) განაცხადის თანდართული საბუთების ნუსხას, სადაც მიეთითება ეგზემპლარებისა და ფურცლების რაოდენობა;

მ) დიზაინერ(ებ)ის სახელს და მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით შესაბამის გრაფაში;

ნ) მითითებას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა დიზაინის შექმნა სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას.

4. თუ განმცხადებელი ითხოვს გამოქვეყნების გადადებას, ამ შემთხვევაში მან განცხადების შესაბამის გრაფაში ,,X”-ით (იქსით) უნდა მონიშნოს უჯრა და მიუთითოს გამოქვეყნების გადადების ვადა თვეებში, არა უმეტეს 30 თვისა განაცხადის წარდგენიდან ან პრიორიტეტის თარიღიდან.

5. თუ განმცხადებელი ითხოვს დაჩქარებულ რეგისტრაციას, მან ,,X”-ით უნდა მონიშნოს შესაბამისი უჯრა.

6. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი და ხელმოწერის დღით დათარიღებული განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან წარმომადგენლის მიერ და მიეთითოს ხელმომწერი პირის სრული სახელი.

მუხლი 6. პროდუქტის დასახელება და კლასიფიკაცია 1. პროდუქტის დასახელება უნდა იყოს ფორმულირებული ისე, რომ შესაძლებელი

იყოს პროდუქტის კლასიფიცირება მხოლოდ ერთ კლასში ლოკარნოს კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. დაუშვებელია დასახელება შეიცავდეს მითითებას პროდუქტის ხარისხზე. 3. დაუშვებელია დასახელებაში დამატებით ფიგურირებდეს სპეციალური

დასახელება, ცალკეული ასოები და ციფრები. 4. ინფორმაცია დასახელებისა და საკლასიფიკაციო ინდექსის შესახებ გავლენას არ

ახდენს დაცვის ფარგლებზე.

მუხლი 7. დიზაინის გამოსახულება 1. დიზაინის გამოსახულება შესრულებული უნდა იყოს გრაფიკული ან

ფოტოგრაფიული გამოსახულების სახით და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) თითოეული ფურცელი უნდა იყოს თეთრი, გაუმჭვირვალე, სტანდარტის შესაბამისი

A4 ზომის (29,7 სმ X 21 სმ), ხოლო სივრცე, რომელიც გამოიყენება გამოსახულებისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 26,2 სმ X 17 სმ-ს. მარცხენა მხრიდან უნდა იყოს დატოვებული სულ მცირე 2,5 სმ-ის ტოლი ველი;

ბ) გამოსახულება უნდა იყოს ვარგისი გამოქვეყნებისათვის, მკაფიოდ გამოსახული და ისეთი ხარისხის, რომ ჩანდეს ობიექტის ყველა დეტალი, რომელზეც მოითხოვება დაცვა;

გ) გამოსახულება უნდა იყოს შესრულებული ნეიტრალურ ფონზე და შეიძლება იყოს შავ-თეთრი ან ფერადი;

დ) გამოსახულებები შესრულებული უნდა იყოს ერთი და იგივე მასშტაბში. დასაშვებია რომელიმე ნაწილის გადიდებული სახით ჩვენება; G

ე) გამოსახულების თითოეული რაკურსის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 16X16 სმ-ს და არ იყოს 3X3 სმ-ზე ნაკლები;

ვ) გამოსახულება არ უნდა შეიცავდეს წარწერას, განმარტებით ტექსტს, სხვა ისეთ ელემენტს, რომელიც დასაცავ დიზაინს არ ეკუთვნის;

ზ) გამოსახულება არ უნდა იყოს წარდგენილი ტექნიკური ნახაზების სახით. 2. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს, განმცხადებელმა თანმიმდევრობით

უნდა დანომროს თითოეული მათგანი არაბული ციფრებით. 3. თუ დიზაინის ხედების/რაკურსების რაოდენობა ერთზე მეტია, დიზაინის შესაბამის

ნომერს უნდა მიეწეროს წერტილით გაყოფილი შესაბამისი ციფრი, სადაც წერტილის მარცხნივ დაწერილი ციფრი აღნიშნავს დიზაინის ნომერს, ხოლო მარჯვენა მხარეს დაწერილი – ხედის ნომერს.

4. გამოსახულებაზე ნაჩვენები დიზაინის ნაწილი, რომელზეც არ მოითხოვება დაცვა, აღნიშნული უნდა იყოს წყვეტილი ხაზით.

5. პროდუქტის შიდა ნაწილი, რომელიც გარედან არ ჩანს, ნაჩვენები უნდა იყოს წყვეტილ ხაზებს შორის ორი წერტილით.

6. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც შეიცავს ზედაპირზე განმეორებად ნახატს, გამოსახულება უნდა ასახავდეს მთლიანად ნახატს და იმ ზედაპირს, რომელზეც უნდა იყოს გამეორებული ნახატი.

7. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც შეიცავს ტიპოგრაფიულ შრიფტს, მისი გამოსახულება უნდა მოიცავდეს ანბანის ყველა ასოს და ყველა არაბულ ციფრს ხუთსტროფიან ტექსტთან ერთად, რომელშიც გამოყენებულია ეს შრიფტი როგორც ასოების, ისე ციფრების სახით. შრიფტის ზომა უნდა იყოს 16.

8. თუ დიზაინი ეხება შედგენილ პროდუქტს, გამოსახულების ერთ-ერთი ხედი უნდა გამოსახავდეს მას აწყობილ მდგომარეობაში.

9. გამოსახულება წარდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, ამასთან, დასაშვებია გამოსახულების ერთი ეგზემპლარის ქაღალდზე, ხოლო მეორე ეგზემპლარის ელექტრონული ფორმით ,,jpg” ფორმატით წარდგენა კომპაქტდისკზე.

მუხლი 8. პროდუქტის ნიმუში 1. პროდუქტის ნიმუშის წარდგენა დასაშვებია, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია

ორგანზომილებიანი დიზაინი და განმცხადებელი მოითხოვს გამოქვეყნების გადადებას. 2. პროდუქტის ნიმუში წარდგენილი უნდა იყოს 2 ეგზემპლარად და მისი ზომები არ

უნდა აღემატებოდეს 26,2 სმ X 17 სმ-ს. 3. თუ დიზაინი წარმოადგენს განმეორებად ნახატს, ნიმუში უნდა ასახავდეს მთელ

ნახატს და განმეორებადი ზედაპირის აღსაქმელად საკმარის ნაწილს სიგრძესა და სიგანეში. 4. ნიმუში არ უნდა იყოს მალფუჭებადი ან შესანახად სახიფათო.

მუხლი 9. წარმომადგენლობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი თუ განაცხადი წარდგენილია დიზაინერის უფლებამონაცვლის ან წარმომადგენლის

მეშვეობით და განაცხადს თან არ ერთვის დიზაინერის მიერ გაცემული უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის დედანი, განმცხადებელი ვალდებულია:

ა) განაცხადის წარდგენიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;

ბ) თუ “ა” ქვეპუნქტში წარდგენილი საბუთი შესრულებულია უცხო ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

მუხლი 10. მრავლობითი განაცხადი 1. მრავლობითი განაცხადი შეიძლება შეიცავდეს დიზაინების საერთაშორისო

კლასიფიკაციის ერთ კლასს მიკუთვნებულ არა უმეტეს ას დიზაინს. 2. განმცხადებელმა მრავლობით განაცხადში მოცემული დიზაინების გამოსახულებებს

უნდა მიანიჭოს თანმიმდევრული ნუმერაცია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად. 3. თუ დადგინდა, რომ მრავლობით განაცხადში გაერთიანებული დიზაინები არ

მიეკუთვნება საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინება-მოთხოვნის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში დაყოს განაცხადი და საქპატენტს წარუდგინოს გამოცალკევებული განაცხადი.

4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, საქპატენტი:

ა) განიხილავს მხოლოდ იმ დიზაინებს, რომლებიც მიეკუთვნება განცხადებაში მითითებულ საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასს;

ბ) განსაზღვრავს პირველი დიზაინის კლასს, თუ განმცხადებელს განცხადებაში მითითებული არა აქვს საერთაშორისო კლასიფიკაციის კლასი და განიხილავს მხოლოდ იმ დიზაინებს, რომლებიც მიეკუთვნება პირველი დიზაინის კლასს, ხოლო დიზაინებს, რომლებიც არ მიეკუთვნება საქპატენტის მიერ დადგენილ კლასს – დატოვებს განუხილველად.

5. მრავლობითი განაცხადისათვის საფასურების გადახდა ხდება მრავლობით განაცხადში წარდგენილი თითოეული დიზაინისათვის.

მუხლი 11. გაერთიანებული განაცხადი 1. გაერთიანებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია, თუ მასში შემავალი დიზაინები

მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს. 2. გაერთიანებული განაცხადი საქპატენტს უნდა წარედგინოს დიზაინის რეგისტრაციის

თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 3. გაერთიანებული განაცხადის ფარგლები არ უნდა სცილდებოდეს მასში შემავალი

განაცხადების ფარგლებს. 4. გაერთიანებულ განაცხადში შემავალ ყველა განაცხადს უნარჩუნდება შესაბამისი

პრიორიტეტი (მრავლობითი პრიორიტეტი). 5. გაერთიანებული განაცხადი განიხილება როგორც ახალი განაცხადი, ხოლო მასში

გაერთიანებულ თითოეულ განაცხადზე გაერთიანებამდე მიმდინარე საქმისწარმოება წყდება.

მუხლი 12. გამოცალკევებული განაცხადი 1. გამოცალკევებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის

თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 2. გამოცალკევებული განაცხადის ფარგლები არ უნდა სცილდებოდეს იმ განაცხადის

დაცვის ფარგლებს, რომლისგანაც მოხდა გამოცალკევება. 3. განაცხადზე, რომლისგანაც მოხდა განაცხად(ებ)ის გამოცალკევება, საქმისწარმოება

გრძელდება, ხოლო გამოცალკევებულ განაცხადს უნარჩუნდება იმ განაცხადის პრიორიტეტი, რომლისგანაც მოხდა გამოცალკევება.

მუხლი 13. განაცხადის შეტანა 1. საქპატენტში წარდგენისთანავე საგანაცხადო მასალებს ენიჭება საიდენტიფიკაციო

ნომერი, აღირიცხება მათი შეტანის თარიღი და წარდგენილი მასალების ფურცლების რაოდენობა.

2. განაცხადის წარდგენისთანავე განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელზე გაიცემა საკანცელარიო ცნობა, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

3. საკანცელარიო ცნობა არ წარმოადგენს განაცხადის შეტანის თარიღის დამადასტურებელ საბუთს.

მუხლი 14. პრიორიტეტის მოთხოვნა 1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო

პრიორიტეტი კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად. 2. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნიდან 3 თვის ვადაში განმცხადებელი

ვალდებულია წარადგინოს პირველი განაცხადის შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ დამოწმებული ასლი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

3. საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს გამოფენისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საბუთში აღნიშნული უნდა იყოს გამოფენის გახსნის თარიღი და იგი უნდა ადასტურებდეს იმ პროდუქტის ექსპონირების ფაქტს, რომელშიც ჩართულია, ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი.

5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარადგენს ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს, განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

6. დაუშვებელია განაცხადს უარი ეთქვას საკონვენციო პრიორიტეტის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ პირველი განაცხადის შეტანის ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში დიზაინს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ან დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულია.

7. თუ განმცხადებელი არ ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადს პრიორიტეტი უდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

8. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში დასაშვებია შესაბამისი საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნა განაცხადში შემავალი ცალკეული დიზაინისათვის.

თავი III განაცხადის ექსპერტიზა

მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება 1. განაცხადს უდასტურდება შეტანის თარიღი შეტანიდან ორი კვირის განმავლობაში,

თუ განცხადება შევსებულია ქართულ ენაზე და შეიცავს განმცხადებლის სახელს, ხელმოწერასა და მისამართს, ამასთან, განაცხადი უნდა შეიცავდეს დიზაინის გამოსახულებას.

2. გამოქვეყნების გადადების მოთხოვნის შემთხვევაში განაცხადს უდასტურდება შეტანის თარიღი, თუ განაცხადი შევსებულია ქართულ ენაზე და შეიცავს განმცხადებლის სახელს, ხელმოწერასა და მისამართს. ორგანზომილებიანი დიზაინის შემთხვევაში შესაძლოა განაცხადს გამოსახულების ნაცვლად დაერთოს ასევე დიზაინის ნიმუში.

3. გამოსახულება არ ჩაითვლება წარდგენილად, თუ იგი არ არის მკაფიოდ გამოსახული, რის გამოც შეუძლებელია დიზაინის აღქმა.

4. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი განაცხადს შეტანის თარიღს დაუდასტურებს ზემოაღნიშნული საგანაცხადო მასალების წარდგენის თარიღით.

5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა, რომლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში იგი ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი მასალა. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა.

მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. საქპატენტი განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს

განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური გადაიხდება განაცხადის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებლის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება.

4. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და ფორმალური ექსპერტიზისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის

დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური სრულად, ან მიუთითოს, რომელი დიზაინები უნდა იყოს განხილული გადახდილი საფასურის ფარგლებში.

5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს საქპატენტის მიერ მითითებული რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

6. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს მოწმდება საგანაცხადო მასალების გაფორმების შესაბამისობა კანონის მე-16 მუხლისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან.

7. თუ საგანაცხადო მასალები არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში იგი ვალდებულია შეავსოს დადგენილი ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ ეგზავნება განმცხადებელს.

8. თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, განაცხადს ენიჭება ნომერი, პრიორიტეტი და მიიღება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.

9. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ და განცხადების ერთი ეგზემპლარი ექსპერტის მიერ შევსებული შესაბამისი მონაცემებით.

მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან სამი თვის ვადაში,

საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, არსობრივი ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

2. არსობრივი ექსპერტიზის საფასური განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე შეწყდება საქმის წარმოება.

3. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და არსობრივი ექსპერტიზისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზის საფასური სრულად, ან მიუთითოს, რომელი დიზაინები უნდა იყოს განხილული არსობრივი ექსპერტიზის დროს.

4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, საქპატენტი არსობრივი მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

5. არსობრივი ექსპერტიზის დროს განაცხადის განხილვა შეიძლება შეჩერდეს საქპატენტის მიერ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ განაცხადით წარდგენილი დიზაინი იდენტურია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადით წარდგენილი დიზაინისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაცხადის განხილვა ჩერდება, ვიდრე სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში არ გამოქვეყნდება უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადით წარდგენილი დიზაინი, ან თუ უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე განაცხადს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

7. განაცხადის განხილვის შეჩერების თაობაზე განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

8. საქპატენტი გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უგზავნის განმცხადებელს.

მუხლი 18. დიზაინის გამოქვეყნება 1. საქპატენტი, კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით

გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს და დიზაინის გამოსახულებას, თუ განმცხადებლის მიერ გადახდილია შესაბამისი საფასური.

2. გამოქვეყნების საფასური განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდება.

3. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინების გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს გამოქვეყნების საფასური, ან მიუთითოს, რომელი დიზაინი უნდა გამოქვეყნდეს.

4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი რიგითობის მიხედვით გამოაქვეყნებს განაცხადში შემავალ იმდენ დიზაინს, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

5. ბიულეტენში გამოსაქვეყნებელ მონაცემებს ადგენს საქპატენტი.

მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება 1. დიზაინის გამოქვეყნების გადადება დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე

გადაწყვეტილების გამოტანამდე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადით.

2. თუ განაცხადს დაუდგინდა რამდენიმე პრიორიტეტი, გამოქვეყნების გადადების ვადა აითვლება ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტიდან.

3. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს, მასში შემავალ რომელ დიზაინზე ითხოვს გამოქვეყნების გადადებას.

4. განაცხადზე, რომელზეც მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, საქმისწარმოება მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით.

5. თუ დიზაინზე მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბიულეტენში ქვეყნდება მხოლოდ განმცხადებლის სახელი, განაცხადის შეტანის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და კეთდება აღნიშვნა გამოქვეყნების გადადების შესახებ.

6. დიზაინის, რომელზეც მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებლის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, საქპატენტი აქვეყნებს ბიულეტენში განაცხადის მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

7. განმცხადებელს შეუძლია გააუქმოს გამოქვეყნების გადადება და მოითხოვოს დიზაინის გამოქვეყნება, არა უგვიანეს 3 თვით ადრე გამოქვეყნების ვადის ამოწურვამდე.

8. თუ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად წარდგენილია პროდუქტის ნიმუში, განმცხადებელი ვალდებულია, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, წარადგინოს დიზაინის გამოსახულება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 20. საგანაცხადო მასალებში ცვლილებების ან/და შესწორების შეტანა განმცხადებლის მოთხოვნით

1. განაცხადზე საქმისწარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს საგანაცხადო მასალებში შეიტანოს ცვლილებები ან/და შესწორებები.

2. ცვლილებები ან/და შესწორებები, რომლებიც ეხება დიზაინის გამოსახულებას, დასახელებას და აღწერილობას, დასაშვებია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები.

3. ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა, რომელიც ეხება განმცხადებლის, დიზაინერის ან წარმომადგენლის სახელს და მისამართს, დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებებისა ან/და შესწორებების შეტანა ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განაცხადში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე ხდება საფასურის გადახდის გარეშე, ხოლო ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.

6. განაცხადში მექანიკური შეცდომების გასწორება ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.

მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ

1. საქპატენტი უფლებამოსილია ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა, განაცხადში ცვლილებების ან/და შესწორებების შეტანა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განმცხადებლის მიერ საფასური არ გადაიხდება.

3. განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს შესაბამისი მასალები.

4. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გაგრძელება თითო თვით, არა უმეტეს 6 თვისა.

5. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი მასალა, რომელიც ავსებს, ცვლის ან აზუსტებს განაცხადს, არ უნდა სცილდებოდეს დიზაინის დაცვის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მასალა არ განიხილება, რის შესახებაც განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 22. განაცხადის განხილვის შეჩერება 1. განმცხადებელს უფლება აქვს დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, ამ

ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დიზაინის გამოქვეყნებამდე, მოითხოვოს განაცხადის განხილვის შეჩერება თითო თვით, არა უმეტეს 6 თვისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება არ ვრცელდება განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებისას საქპატენტის მიერ მოთხოვნილი მასალების წარდგენასა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადების გაგრძელებაზე.

მუხლი 23. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

1. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.

2. განაცხადზე საქპატენტის მიერ საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში განმცხადებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, საქმისწარმოების შეწყვეტის მიზეზის აღმოფხვრისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. საქპატენტი საქმისწარმოების აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს მიღებიდან ერთი თვის ვადაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის შესახებ.

მუხლი 24. განაცხადის გამოთხოვა 1. დიზაინის გამოქვეყნებამდე განმცხადებელს უფლება აქვს გამოითხოვოს განაცხადი. 2. საქპატენტს განაცხადის გამოთხოვის შესახებ განცხადების საფუძველზე გამოაქვს

გადაწყვეტილება განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. 3. განაცხადის გამოთხოვის შემთხვევაში დაუშვებელია განაცხადზე საქმისწარმოების

აღდგენა.

მუხლი 25. განაცხადის დამოწმებული ასლის მოთხოვნა 1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ განმცხადებელს უფლება აქვს

მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლი. 2. განაცხადის დამოწმებული ასლი საქპატენტის მიერ გაიცემა განცხადების

საფუძველზე, დადგენილი საფასურის გადახდიდან ათი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინი 1. კანონის 25-ე მუხლის და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად,

საქპატენტი საერთაშორისო დიზაინზე ატარებს არსობრივ ექსპერტიზას საერთაშორისო ბიულეტენში დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

2. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, საქპატენტი დიზაინის საერთაშორისო ბიულეტენის ინტერნეტში გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში ატყობინებს ამის თაობაზე საერთაშორისო ბიუროს.

3. თუ საერთაშორისო დიზაინი აკმაყოფილებს კანონის 25-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე და გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში უგზავნის შეტყობინებას საერთაშორისო ბიუროს.

4. საქპატენტი საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში განაცხადის მონაცემებს და დიზაინის გამოსახულებას აქვეყნებს ბიულეტენში.

5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით.

6. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე არ გასაჩივრდა, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის.

7. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე გასაჩივრდა სასამართლოში, ან სააპელაციო პალატაში, რის საფუძველზე სასამართლომ ან სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე ერთი თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში და ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.

9. საქპატენტს მონაცემები დიზაინზე, რომლის რეგისტრაციის მოქმედება გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე, შეაქვს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

10. საქპატენტს ინფორმაცია კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების გაუქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე ბათილად ცნობის შესახებ შეაქვს შესაბამის მონაცემთა ბაზაში და აქვეყნებს ბიულეტენში.

თავი IV დიზაინის რეგისტრაცია

მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის წესი 1. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდისთანავე, კანონის 21-ე მუხლის

შესაბამისად, საქპატენტი არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში და აქვეყნებს მონაცემებს ბიულეტენში.

2. დიზაინის რეგისტრაციის საფასურის გადახდის შესახებ შეტყობინება-მოთხოვნა განმცხადებელს საქპატენტის მიერ ეგზავნება კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში.

3. რეგისტრაციისა და დიზაინის რეგისტრაციის პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება ერთდროულად, განმცხადებლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება- მოთხოვნის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს, ხოლო რეგისტრაციისათვის და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინების რეგისტრაციისათვის და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს რეგისტრაციისა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასური, ან მიუთითოს რომელი დიზაინი უნდა დარეგისტრირდეს.

5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი რიგითობის მიხედვით დაარეგისტრირებს განაცხადში შემავალ იმდენ დიზაინს, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

6. საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას.

7. საქპატენტი აქვეყნებს მონაცემებს იმ დიზაინების შესახებ, რომლებიც იყო გამოქვეყნებული, მაგრამ არ დარეგისტრირდა.

მუხლი 28. საფასურის გადახდის წესი 1. თუ კანონით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, საფასურის

გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 2. კანონით გათვალისწინებული იმ ქმედებებისათვის, რომელიც მოითხოვება

განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მიერ, საფასური გადაიხდება ასეთი ქმედების მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვისთანავე.

3. საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება არ დაიშვება, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. შესაძლებელია განმცხადებლის მიერ საფასურის წინასწარ გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური წინასწარ გადახდილია ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ შესრულდა, განმცხადებელს უბრუნდება გადახდილი თანხის 80%.

5. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ, რომელთაგან ერთ- ერთზე არ ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურებთან დაკავშირებული შეღავათი, შესაბამისი ქმედებისთვის საფასური გადაიხდება შეღავათის გარეშე.

6. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ და მათზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათი, შესაბამისი ქმედებისათვის გადაიხდება ის საფასური, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო დაბალპროცენტიანი შეღავათი.

7. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 29. საქმისწარმოების აღდგენის საფასური საქმისწარმოების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში საქმისწარმოების აღდგენისათვის

გადაიხდება მხოლოდ საქმისწარმოების აღდგენის საფასური. თუ საქმისწარმოება შეწყვეტილია შესაბამისი ქმედებისთვის საფასურის გადაუხდელობის გამო, საქმისწარმოების აღდგენის საფასურთან ერთად ასევე გადაიხდება ამ ქმედებისათვის დადგენილი საფასური.

მუხლი 30. დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური 1. პირველი ხუთი წლისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების

საფასური გადაიხდება რეგისტრაციის საფასურთან ერთად, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის მეხუთე წლის განმავლობაში.

2. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასურის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განმცხადებელს საფასურის გადახდისათვის ეძლევა ექვსთვიანი საშეღავათო ვადა, რომელიც მოიცავს დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების მომდევნო ხუთწლეულის პირველ ექვს თვეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის განმავლობაში განმცხადებლის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაცია უქმდება აღდგენის უფლებით და დიზაინის მფლობელს ეგზავნება შეტყობინება რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი აღდგენის უფლების შესახებ.

4. რეგისტრაციის მოქმედების ვადის აღდგენა შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი საშეღავათო ვადის დასრულებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რისთვისაც გაუქმებული დიზაინის მფლობელმა საქპატენტს უნდა მიმართოს შესაბამისი თხოვნით და გადაიხადოს აღდგენისა და მომდევნო 5 წლით რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური.

მუხლი 31. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია

1. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა ხორციელდება კანონის 22-ე მუხლით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

2. განაცხადზე დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუშვებელია ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული გამოქვეყნების გადადება.

3. განაცხადს დაჩქარებული რეგისტრაციის მოთხოვნით უდასტურდება შეტანის თარიღი, პრიორიტეტი, ენიჭება ნომერი და მისი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით და გადახდილია დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.

4. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება-მოთხოვნა ხარვეზის დადგენის შესახებ და ხარვეზის შესავსებად ეძლევა შეტყობინება-მოთხოვნის ჩაბარებიდან 15 დღე. თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს დადგენილ ხარვეზს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქპატენტის მიერ გამოტანილ იქნება გადაწყვეტილება დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, განმცხადებელს უბრუნდება გადახდილი დაჩქარებული რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის 80%.

6. საქპატენტი დაჩქარებული რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში, აქვეყნებს რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.

7. კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.